ახალი ამბავი არავისთვის არაა რა საზიზღარი და კაპრიზნი ძრავებია ფორდის და ასევე მაზდის 2.5 V6 24V.
გადავწყვიტე ეს რკინისა თუ ალუმინის კონსტრუქცია შევცვალო რამე მსუბუქი 4 ცილინდრიანი ძრავით...
დიდ ყურადღებას ვაქცევ წონას !ჩემი ავტომობილის მასა თუ Myauto ს კატალოგს დავუჯერებთ არის 1226 კგ.
4 ცილინდრიანი ძრავით 1226 კგ ზე რომ ვერ გავფრინდები მაგას ზედმეტი ლაპარაკი არ ჭირდება,მაგრამ ურიგო არ იქნება თუ 150-200კგ ს მოვიგებ Swap ის შემთხვევაში და აჩქარებას გავზდი...
ძრავის შეცვლის მიზეზი არაა რაიმე რეკორდის დამყარების მცდელობა...უბრალოდ მომბეზდა უმანქანოდ სიარული და მინდა რამე ეკონომიური და გამძლე მატორი

მაქვს რამოდენიმე ვარიანტი რომელიც თვითონ შევარჩიე...
მაგალითად Vectra B 2.0 16 V..
ამ ვარიანტით მხოლოდ და მხოლოდ წონის გამო მოვიხიბლე

მოკლედ Vectra B 2.0 ეკოტეკის ძრავით იწონის 1345კგ ს...2.5 V6 24V სა და 2.0 16 V ძრავებს შორის ჩემი აზრით 70-100 კილო იქნება განსხვავება...ანუ 100 კილოს ძრავით ვიგებ და დაახლოებით 120ს კუზაოში...ცოტა განტოლებასავით გამომივიდა მარა არაუშავს

თანხა არც თუ ისე ბევრი მაქვს,არც გამოცდილება ამ საქმეში და თემასაც მაგიტომ ვხსნი რო დამეხმაროთ,დამაკვალიანოთ რა და როგორ გავაკეთო...
მაინტერესებს,ძრავის ზბორის გარდა რისი ყიდვა ან გადაკეთება დამჭირდება?
ასევე გავიზიარებ თქვენ ვერსიებსა და რჩევებს სხვა ვარიანტების შესახებ...
უაზრო და ხულიგნურ პოსტებს არ ვართ

ესეც სიცოცხლეს მოწყურებული Probe
This post has been edited by SUBWOOFER on 14 Dec 2010, 02:11