თუ ასანჟი გაიქცა და ვიკილიქსი თავისუფალია?
თუ...
მოკლედ როგორცაა:
კანდალური საიტის "Wikileaks.org"-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელსაც დღეს ლონდონის სასამართლომ გირაო შეუფარდა, უკვე თავისუფალია.
როგორც ტელეკომპანია "BBC" იუწყება, ასანჟი საპყრობილიდან დაახლოებით 22:00 საათზე გამოვიდა. მან გათავისუფლების შემდეგ პრესისთვის კომენტარი გააკეთა. ასანჟი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
"მე გავაგრძელებ მუშაობას და ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა ასანჟმა.
ლონდონის მაღალმა სასამართლომ ასანჟის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. სკანდალური საიტის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში შვედეთის თხოვნით დააპატიმრეს, სადაც მას გაუპატიურებების სერიაში ედება ბრალი.
საიტმა "ჭიკილეაკს.ორგ", რომლის დამფუძნებელიც ჯულიან ასანჟია, გასულ კვირაში აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის მიმოწერა გამოაქვეყნა, რასაც მთელ მსოფლიოში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/15...mro-datova.html