ვისაც კითხვა არ გეზარებათ-
მიჭირს დაწყება...ეს პიროვნება ჩემი მეგობარია და ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ გავიგე ...შოკი მაქვს....
განსაკუთრებით მაინტერესებს ფსიქოლოგების აზრი...
ვეცდები მოკლედ მოგიტხროთ -
ადამიანი ( მამრი) რომელიც 5,6 წლის ასაკში პედოფილის მსხვერპლი იყო და ოჯახმა -ბებიამ და დედამ( მამა არ ყოფილა სახლში...კაცი კერძოთ, მხოლოდ დედის მეგობარი გეები)მიჩქმალა ამბავი რადგან პედოფილი ცნობილი ადამიანი იყო და მოხუცი(მამრი ისიც)
(დედამისი მინდა რომ მივახრჩო!!!!:mad:

)
გადის დრო...ბიჭი იზრდება..სძულს გულის სიღრმეში დედაც მამაც და ნათესავებიც..
უმეგობრდება ბიჭებს...ეშინია გოგოების....
პირველი სექსუალური კონტაქტი აქვს 14,15 წლის ასაკში ტავისივე სქესის წარმომადგენელტან...
16 წლის ასაკსი იკეთებს ჰეროინს და 10 წლით ბარდება მას...
ამასობაში გამოჩნდება ქალი მის ცხოვრებაში...ასე ვთქვათ მომხსნელი...
მერე დატოვებს...იცვლებიან პარტნიორები დროტა განმავლობაში მხოლოდ ყველა დომინანტური ხასიათისაა.... ბიჭი ბისექსუალია.
29 წლის ასაკში აგდებს წამალს, დიდი მონდომების შედეგად.. იწყებს ნორმალურ ცხოვრებას, მუშაობას, უყვარდება ქალი, ქორწინდება და ბედნიერია.... ეს ყველაპერი 4 წლის თავზე
თუმცა მერეც როგორც მანამდე ...პერიოდულად არის დეპრესიული და თითქმის ყოველთვის თავს გრძნობს დაუცველად..
სვამს ბევრს ....უფრო სწორად ალკოჰოლიკია..
ამავდოულად არის: კარგი გარეგნობის, განათლებული, ნიჭიერი და ძალიან მგრძნობიარე ნატურა..კარგი მეგობარი, კეთილი და გამგები ..
რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის, პიროვნების განადგურება დაიწყო 5 წლის ასაკში!
...და ვფიქრობ რომ ამაზე უარესი არაფერია! ვცდები?
( მოქმედება ხდება სამხრეთ ევროპაში)
შეკითხვა:
შესაძლებელია ასეთი ცხოვრებისა და ბედის პატრონი პიროვნება "ნორმალური" იყოს??
რამდენად ტრავმირებულია პედოფილის მსხვერპლი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე?
შესაძლებელია დავიწყება, პატიება?
რა საშიშროებები ემუქრება და რამდენად შესაძლებელია თვითრეალიზაცია?...
თვითგანადგურების პროგრამა რომ ჩართული აქვს მაგას ვხედავთ ყველა, თვითონ ვერ აცნობიერებს... როგორ დავეხმაროთ მეგობრები?...
პ.ს. მაინც ვერ ვთქვი რისი თქმაც მინდოდა....
თემას მალე დავხურავ, მაგრამ ეხლა ვინმეს უნდა დაველაპარაკო