ილჰამ ალიევი - მე არ ვჩქარობ სააკაშვილის მხარდაჭერას
11:36 16-12-2010
wikileaks-ის მასალებზე დაყრნობით The guardian-ი ანაკარიდან ვაშინგტონში გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტზე საუბრობს .
2009 წლის 21 აგვისტოთი დათარიღებულ წერილს გრიფი კონფიდენციალური ადევს. მისი ავტორია დიპლომატი ჩარჯ დონალდ ლუ.
გზავნილში დიპლომატი წერს, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "ბრითიშ პეტროლიუმში" სტუმრობისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საჯარო მხარდაჭერისგან თავს იკავებს, თუმცა დგამს ჩუმ ნაბიჯებს საქართველოს დასახმარებლად.
"ალიევი საჯაროდ, პირადად მხარს არ უჭერს სააკაშვილს, მაგრამ ამავე დროს აზერბაიჯანელები რეაბილიტაციას უტარებენ რუსების მიერ აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ სარკინიგზო ხიდს. ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პროდასავლური ორიენტაცია გაზისა და ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ აღნიშნა, რომ მიჰყიდის გაზის გარკვეულ ნაწილს რუსებს და ნავთობს - ირანს~, - ნათქვამია დიპლომატის წერილში.
წერილის მიხედვით, BP-ში გამართულ შეხვედრაზე ალიევმა განაცხადა: "მე არ ვაჩქარობ სააკაშვილის მხარდაჭერას, გვერდში დგომას, რადგან ეს არაფერს შეცვლის". აქვე ნათქვამია, რომ ალიევმა საუბრისას მალევე დაამატა - "აზერბაიჯანები ჩუმად ეძებენ გზებს საქართველოს მხარდასაჭერად".
"ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელები უფრო დიდ დახმარებას უწევენ საქართველოს, ვიდრე ვინმე სხვა, იყენებს რა, თავის ხალხს ამ ქვეყანაში", - ნათქვამია დიპლომატის წერილში. აქვე დიპლომატი აღნიშნავს, რომ ალიევი, სავარაუდოდ, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გულისხმობდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ardatceras.htmlყველაზე საინტერესოდ ამ აღმოსავლური ეტიკეტით დახუნძლულ დარბაზობაში აი ეს მეჩვენება:
ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელები უფრო დიდ დახმარებას უწევენ საქართველოს, ვიდრე ვინმე სხვა, იყენებს რა, თავის ხალხს ამ ქვეყანაში.