მოკლედ, დიდი ხანია ეს საკითხი მაწუხებს, და ბოლობოლო გადავწყვიტე საჯაროდ გამოვხატო ჩემი აღშფოთება და წუხილი
გეცოდინებათ ალბათ მელიქიშვილზე, ფილარმონიასთან რომ ფოტოსამყაროა, სადაც ფოტოგრაფიული აქსესუარების, ალბომების და ა.შ გაყიდვის გარდა, ფოტომომსახურებასაც ეწევიან, ფირის გამჟღავნება, დაბეჭდვა, დასკანირება და ა.შ.
აი, ამ დაწესებულებაზე ვსაუბრობ:
http://www.photoworld.ge/ისედაც ხომ ვერ დავიკვეხნით საქართველოში კარგი სერვისით, მაგრამ რაც მანდ ხდება მაინც სასწაულია...
1) შედიხარ და დახლთან ძალზედ სიმპატიური გოგონები გხვდებიან, რომლებიც ჯერ ხო ან სულ სადღაცას იქექებიან და დაბნეული იყურებიან აქეთ იქით და კარგა ხანს ყურადღებას არ გაქცევენ, მერე თუკი დაგდეს პატივი და გკითხეს რა ჯანდაბას აკეთებ იქ, ისეთი სახით გიყურებენ და ისმენენ შენს შეკვეთას, თითქოს მთელი მათი საგვარეულოს დიდი ვალი გედოს.
2) თუკი ოდნავ მაინც აფასებთ იმას, რაც ფირზე აღბეჭდეთ, ჩემი რჩევა იქნება ამ დაწესებულებაში ნუ გაამჟღავნებთ. ფირს შეიძლება დედა უტირონ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შეიძლება უბრალოდ გააფუჭონ და მერე უტიფრად გითხრან, რომ გაფუჭებული იყო. თუ მთლიანად არ გააფუჭეს, ზედ აუცილებლად იქნება ლაქები, ხაზები და ა.შ.
3) ფირის დასკანირება ცალკე საკითხია. არის შემთხვევები როცა ნორმალური ხარისხით და რეზოლუციით ასკანირებენ, და არის შემთხვევები (და როგორც წესი ასეა) რომ საშინლად! როცა ეუბნები, რომ გინდა კარგი ხარისხით დაასკანერონ, გიწყებენ კამათს, გინდა თუ არა ყველას ერთნაირად ვაკეთებთო, არადა ჩემს ფირებს გამოცდილი აქვთ მაგათი ერთნაირად დასკანირება და განსხვავება საკმაოდ დიდია ხოლმე (ელემენტარულად, თითო სურათი ზოგჯერ 200 კბ-ია, ზოგჯერ 2მბ).
4) ზემოთხსენებულიდან გამომდინარეც ჩანს მგონი, რამდენად პროფესიონალი ხალხი მუშაობს ფირებთან, მაგრამ კიდევ ერთი კურიოზული შემთხვევა მახსენდება. ერთხელ ერთი ფირი დავტოვე გასამჟღავნებლად და დასაბეჭდად, ამ ფირზე რაღაცეებს ვექსპერიმენტობდი ღამის განათებებზე და ფოკუსზე, ბოკეს ეფექტი მინდოდა ღამის შუქებით (მრგვალად რომ ჩანს სინათლეები). რომ მივედი ფირის გამოსატანად, ფირიდან რამდენიმე სურათი არ დამხვდა დაბეჭდილი, სად არისთქო რომ ვიკითხე, გაფუჭებული იყო ფირიო, ფირს დავხედე და აბა მეთქი სადაა გაფუჭებული? პასუხი: ფოკუსში არ იყოო
5) და ბოლოს, უყურადღებობის და კლიენტის ფეხებზე დაკიდების ზეიმი.. როცა ფირის დასკანირება მინდა ხოლმე, ვუტოვებ ან ფლეშკას ან ვეუბნები დისკზე ჩაწერონ. თუ სწორად მახსოვს 3ჯერ მოხდა ისე, რომ ცარიელი ფლეშკა და დისკი გამატანეს, ჩაწერა დაავიწყდათ

და არა მარტო ჩემს შემთხვევაში, ჩემს მეგობარსაც იგივე დამართნია..
თუ ვინმე ღვთისნიერი ხართ აქ მაგ დაწესებულებიდან, ან რაიმე კავშირი მაინც გაქვთ მათთან ვინც იქ მუშაობს, უთხარით რომ არ შეიძლება ეგრე რა.. სინდისიც კაი საქონელია ბოლოსდაბოლოს

ძალიან მინდა ფირები მანდ გავამჟღავნო და დავასკანერო, იმიტომ, რომ მისასვლელად მოსახერხებელია ჩემთვის, და ხომ შეიძლება რომ თუ გადასარევი მომსახურება არ იქნება, ასეთი საშინელებები მაინც არ ხდებოდეს, რომ ყოველ წამოსვლაზე გულში ვილანძღებოდე და ვიფიცებოდე რომ მეორედ მანდ მიმსვლელი აღარ ვარ...
მაპატიეთ ამხელა პოსტისთვის
This post has been edited by Irisi on 10 Dec 2010, 15:26
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.