#23050874 · 20 Dec 2010, 01:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Vit0_Corleone რომელ ექიკმთან გყავდა?
მაღალი წნევა შეიძლება სულ სხვა დაავადების თანმხლები იყოს და თუ იმას არ მიეხედა, მხოლოდ წნევის დამწევი წამლები არ იქნება საკმარისი.
ჯერ მიზეზი უნდა დადგინდეს, რატომ აქვს მაღალი წნევა.
მიზეზის დადგენის გარეშე წნევის წამლების უსისტემოდ მიღება არ შეიძლება-ვაითუ უცებ დაუგდოს და კოლაფსში ჩავარდეს.
აუცილებლად ესაჭიროება გამოკვლევა (თირკმელების, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, შეიძლება, ნევროპათოლოგიც დასჭირდეს), სისხლის ბიოქიმიური ანალიზები და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება მერე ეფექტური მკურნალობის შერჩევა.
This post has been edited by Solveig on 20 Dec 2010, 01:55
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|