


ფაკულტეტის ვებ-გვერდი http://www.law.tsu.ge/პრაქტიკული რჩევები:როცა მოგშივდებათ, უნივერსიტეტთან ახლოს არის "ორი ლულა", (ფილარმონიის მხარეს, 3-4 წუთში მიხვალთ ფეხით).
ალტერნატივა: რამდენიმე fast food მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე მხარეს. შედარებით იაფი და არანაკლებ გემრიელი ალტერნატივა - ლობიანი კეკელიძის ქუჩაზე, რომელიც ასევე გადასასვლელის მეორე მხარეს მდებარეობს.
სიახლე ახალ თემაში: 1ლ კორპუსთან რომ მიწისქვეშაა, მანდ დადგეს ყავის და ჩაის ჩამოსასხმელი აპარატი
1.20 ად ყავა
0.80 ად უფრო დიდ ჭიქაში, ჩაი ლიმონის და ჟოლოს არომატით.
პლასტამსის მოდერნ ჭიქებში, თავსახურით და სახვრეპით

ჰაილი რექომენდ და რამე
ქსეროქსი - შეგიძლიათ გადაიღოთ II კორპუსშივე, 0 სართულზე, მინიატურულ ოთახში. რომ ჩახვალთ, იქ გოგონას გამოელაპარაკეთ, მთელი დღეა იქ არის და მოწყენილია ხოლმე
ალტერნატივა: ქსეროქსის რამდენიმე აპარატი მიწისქვეშა გადასასვლელში და გადასასვლელის მეორე მხარეს.
ბიბლიოთეკა - წიგნი თუ გაქვთ და წყნარ ადგილს ეძებთ წასაკითხად, ბიბლიოთეკა "კვალი" იდეალური ადგილია. მისამართი: II კორპუსში რომ შეხვალთ, არც ფდა-სკენ წახვიდეთ, არც ქდა-სკენ, პირდაპირ წადით და მიაგნებთ; შეგიძლიათ დაცვას ჰკითხოთ.
Wi-Fi იჭერს ბიბლიოთეკების მიმდებარე ტერიტორიაზე და, თუ გაგიმართლათ, ფდა-შიც. (ქდა-ში არა. და არც კვალში)
სტიპენდია - არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის სტიპენდია, უნივერსიტეტის სტიპენდიაზე არაფერი მსმენია. როგორ ავიღოთ: გვჭირდება რაც შეიძლება მაღალი ქულები. საშუალო ქულა 94-95 თუ გვაქვს, ე.ი. სტიპენდია გარანტირებული გვაქვს, წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.
ალტერნატივა: ვმონაწილეობთ რაც შეიძლება მეტ კონფერენციაში და ვაქვეყნებთ რაც შეიძლება მეტ სტატიას ჟურნალებში (მეორე უფრო რთულია). მაგალითისთვის, 1 კონფერენციის სერთიფიკატი და საშუალო ქულა 91-92 საკმარისი უნდა იყოს წესით. სერთიფიკატებს სხვადასხვა ხარისხი აქვს - სამეცნიერო ან საერთაშორისო კონფერენციისას უფრო ენიჭება მნიშვნელობა. ისე, ყველანაირი გამოგადგებათ, ოღონდ კონფერენცია ერქვას (დიდი უაზრო სისტემაა).
სად ვნახოთ კონფერენციები: სტენდებზე, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
ყოველ მონდევნო სემესტრში ცხადდება სტიპენდიების კონკურსი, რომელში მონაწილეობის მისაღებად შეგაქვთ განაცხადი დეკანატში, თან დართული სერთიფიკატების ასლებით. საშუალო ქულას თვითონ გამოითვლიან, sms.tsu.ge-ს მონაცემების მიხედვით. ანუ, შემოდგომის სემესტრის "დამსახურებების" გამო სტიპენდიას აიღებთ გაზაფხულზე, მომდევნო სემესტრში. ჩაგერიცხებათ ერთიანად ან ორ ნაწილად. ზოგჯერ 600 ლარია (ჯამში) და ზოგჯერ 750, ანუ თვეში 150 ლარი გამოდის.
მითი: სტიპენდიის მისაღებად საშუალო ქულა 90-ზე მაღალი უნდა იყოს. არ დაიჯეროთ ეს. შეიძლება 85 გქონდეთ დავუშვათ, მაგრამ კონფერენციების და სტატიების ხარჯზე აიღოთ. ყოველ სემესტრში სტიპენდიას ფაკულტეტზე (ანუ ოთხივე კურსზე) იღებდა 50-60 სტუდენტი. ამჟამად ეს რაოდენობა გაორმაგებული. სიები განცხადების შეტანის ვადის ამოწურვიდან რამდენიმე დღეში სტენდზე გამოიკვრება.
ერთმანეთში არ აურიოთ სტიპენდიების კონკურსის 100 ქულა და ჩვეულებრივი, შეფასების 100 ქულა. პირველი თავის თავში მოიცავს - 80% საშუალო ქულას, 10% კონფერენციებს და 10% სტატიებს.
►წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
►ბოლო თემის ფლუდერები:

==================================================================
აქვე ვურთავ, 10 რჩევას, რომელიც შარშან 1-ელ კურსელებს გადმოგვეცა "ვზროსლებისგან" და ახლა ჩვენ თქვენ გადმოგცემთ, ძვირფასო პინგვინებო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ყოველგვარი იმედები დატოვეთ გარეთ ( ნასესხებია დანტე ალეგიერისაგან)
2. სანამ დრო გაქვთ გამოიძინეთ. სწავლის დაწყებამდე ეცადეთ არ მიიღოთ კოფეინი, სემესტრის განმავლობაში რეკორდულ დოზის მიღება მოგიწევთ.
3. შეკითხვის გაჩენისას ამოწურეთ პასუხის მიღების ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ 127, 128, 129 და მონათესავე ოთახებს (წყალწაღებულისა და ხავსის ანალოგიით)
4. რაიმე საბუთის აღების მსურველებმა ჩაიცვით რკინის ქალამნები რადგანაც მიზნის მისაღწევად უკეთეს შემთხვევაში კორპუსის ოთხივე სართულის რამდენჯერმე შემორბენა, უარეს შემთხვევაში კი კორპუსებს შორის სირბილი მოგიწევთ.
5. ყოველთვის ატარეთ თან სათადარიგო მობილური ტელეფონი ბიბლიოთეკისათვის.
6. შეეგუეთ, რომ ფაკულტეტის ბიბლიოთეკა შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციებისა და მსგავსი ღონისძიებების ადგილია და არა სამკითხველო. ხსენებული ღონისძიებებისაგან თავისუფალ დღეებში რეკომენდირებულია ბიბლიოთეკაში მიბრძანდეთ საკუთარი წიგნითა და სკამით. ( აბა რაღა აზრი აქვს მისვლას? მართალი ბრძანდებით, მაშინ იკითხეთ სახლში ან ტრანსპორტში)
7. მიეჩვიეთ, რომ ადმინისტრაციის საათი სულ სხვა დროით სარტყელზეა გასწორებული (ჯერჯერობით დაუდგენელია რომელზე), ამიტომ კონკრეტული მოვლენის თარიღის გასარკვევად, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკონკრეტება: თბილისის დროით, გრინვიჩის თუ ადმინისტრაციის.
8. მაღლივში გამოცდაზე მიბრძანდით საკუთარი წყლით და ჭიქით წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზიარებთ ტანტალოსის ტანჯვას: - თუ აპარატია, წყალი არ არის, თუ წყალია ჭიქა არ არის.
9. ნუ დაიწყებთ ყველაფერში ლოგიკის, კანონზომიერების ან უბრალოდ აზრის ძებნას. მაინც ვერ იპოვით.
10. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუ შეშინდებით!

გაგიკვირდებათ და ჩვენი უნივერსიტეტი მაინც ყველაზე მაგარია
=================================================================
ყველა პირველკურსელს გილოცავთ ჩვენს ფაკულტეტზე მოხვედრას და გისურვებთ წარმატებებს==================================================================
ამასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ძერსკე და სვეცკე ბიბლიოთეკა და ძალიან გთხოვთ წვეტიანი ფეხსაცმელებით არ იმოძრავოთ, ჩანთები შესასვლელშივე დატოვოთ, მობილურებს ხმა გამოურთოთ! (განსაკუთრებით სამსუნგის მესიჯის ხმა მოქმედებს) და იმ 4 კომპიუტერზე ისე ნუ ისხდებით ვითომ რაღაც საქმე გაქვთ და
დესკტოპის სურათებად. ჩონჩხებს ნუ დააყენებთ=================================================================
დაბოლოს.
მუდმივი რიტორიკული კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Henyd0r1 on 13 May 2013, 20:42
.