რუსულ საიტზე ასეთ სტრიქონებს გადავაწყდი:
«Кто в сорок лет — не пессимист,
А в пятьдесят — не мизантроп,
Тот сердцем, может быть, и чист,
Но идиотом ляжет в гроб»
იცით. ამაზე აქამდე რა მიფიქრია.
დღეს (სულ ახლახანს) გამიჩნდა სურვილი რომ მეფიქრა და მემსჯელა ამ საკითხზე (თემაზე)
მაინტერესებს რა სჯობია (ან როგორი უფრო სასურველია) იყოს ადამიანი რათა უფრო თავდაჯერებულმა იცხოვრო ამ ქვეყანაში.
ვიმეორებ, ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე მაქვს საუბარი. იმ სიტუაციიდან და პირობებიდან გამომდინარე როგორშიდაც ჩვენ ვიმყოფებით. თორემ ღმერთს რა უნდა (ანუ, როგორი უნდა რომ ვიყოთ ეს თეორიულად კი ვიცი)
გისმენთ

პ.ს. თუკი ასეთი თემა სხვა განყოფილებაში უნდა გამეხსნა, მაშინ მე პირადად ბოდიშს ვიხდი და მოდერატორებს ვთხოვ რომ თემა შესაბამის განყოფილებაში გადაიტანონ.
"პოლიტიკაში" უფრო ხალხმრავლობაა მაგრამ ვფიქრობ რომ იქ არ გააჩერებდნენ
* * *
მიზანთროპ-ი [ბერძ. misantrōpos] - პირი, რომელიც ადამიანებს, საზოგადოებას გაურბის; უჟმური; კაცთმოძულე.
წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფილანთროპ-ი [ბერძ. philanthrōpos] - ქველმოქმედი, მოწყალე, კაცთმოყვარე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...