დილას არხებს ვათვალიერებდი და რატომღაც რეალტივიზე გავჩერდი (პირველად სხვათა შორის

) , ვიღაც ასტროლოგი ყავდათ სტუმრად და საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდა სხვადასხვა მოვლენებზე, მათ შორის მაიას ცნობილ კალენდარზე ....
ამ დროს ჩემი ყურადღება მიიპყრო მორბენალ სტრიქონში გასულმა ინფორმაციამ - მით რომნი გაზრპომის ინვესტორი აღმოჩნდა ...

წყარო
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=realtvინფორმაცია იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ გუგულა დეიდას ვეცი და პასუხად ეს მივიღე, რომლის მიხედვითაც:
"აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რესპუბლიკელი მით რომნი „გაზპრომისა" და „იანდეკსის" ინვესტორი აღმოჩნდა.
ის რომ რომნის აქტივების მმართველმა ფონდმა 2011 წელს „გაზპრომისა" და „იანდექსის" აქციები შეიძინა, რომნისა და მისი მეუღლის, ენის საგადასახადო დეკლარაციაშია მითითებული.
დოკუმენტი ჯერ კიდევ 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა რომნის მიერ რუსეთში განხორციელებულ ინვესტიციებს მედიამ ყურადღება მხოლოდ ახლა მიაქცია. დეკლარაციის მიხედვით, „იანდექსის" აქციები რომნის სატრასტო ფონდმა 2011 წლის ივნისში შეიძინა, აგვისტოში კი, გაყიდა. „გაზპრომის" ფასიანი ქაღალდები კი, ფონდმა 2011 წლის აგვისტოში იყიდა და სექტემბერში გაასხვისა. ორივე შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა აქციების ყიდვა-გაყიდვით იზარალა."
http://www.commersant.ge/?id=11666http://news.boom.ge/geo/11/20120926/1883581/http://www.vestifinance.ru/articles/17571რა ხდება ტავარიშჩებო ???
პ.ს. ბატონ მოდერატორებს: თემა პოლიტიკურია, რადგან ოპოზიციის ლიდერს ივანიშვილს ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად და მისი პუტინის კაცობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, სწორედ გაზპრომის აქციონერობას აბრალებენ (მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია თავისი წილი ალიშერ უსმანივ მიყიდა) ....
გარდა ამისა ბატონი რომნი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატია ... თან ბევრი იუზერის აზრით, ამ ეტაპზე რომნის გამარჯვება ჯიბეში აქვს და მისი პრეზიდენტობა სასიკეთო იქნება საქართველოსთვის, რადგან რომნი ლამის დედას აგინებს რუსეთს ყოველ გამოსვლაში (ესეც რა საინტერესეო პარალელია

) ....
აქედან გამომდინარე ეს თემა აშკარად შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტია და გთხოვთ, არ მოისროლოთ საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებაში ....
პ.პ.ს. ზოგს არ გააგებინოთ რა ან ნელ ნელა შეაპარეთ

.... ნამეტანი აპიარებდნენ ბატონ რომნის ....
This post has been edited by Tom Brady on 27 Sep 2012, 20:30