1. თოვლის ბაბუა არსებობს, იმიტომ რომ მის შესახებ წიგნებში ასე წერია.
2. მას ვისაც თოვლის ბაბუის არსებობის არ ჯერა, სინამდვილეში მისი არ არსებობის წამს და ეს ცალკე რწმენა, ანუ ისინიც მორწმუნეები არიან, იმიტომ რომ სანტა-კლაუსის არ არებობის დამტკიცება შეუძლებელია!
3. შეუძლებელია, ასობით მილიონი მშობელი, მსოფლიოს მასშტაბით - საკუთარ შვილებს ატყუებდნენ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს.
4. თოვლის ბაბუა გულმოწყალეა, ამიტომ კარგ საჩუქრებს მდიდარი ოჯახების შვილები იღებენ
5. თოვლის ბაბუა სამართლიანია, იმიტომ რომ უამრავ ბავშვს, რომელიც აფრიკაში, აზიაში და საქართველოში შიმშილობს, აქვს მისი იმედი, ერთადერთი რაც მათ სჭირდებათ ისაა, რომ სწამდეთ თოვლის ბაბუის.
6. აზრი, თითქოს თოვლის ბაბუაზე ფულს შოულობენ, ცხადია მცდარია. ახალ მაღაზიებს იმიტომ აშენებენ, რომ მერე საშობაო ფასდაკლება გამოაცხადონ და ბავშვებს დაეხმარონ და არა იმისთვის რომ საკუთარი შემოსავალი გაზარდონ.
7. თოვლის ბაბუამ საახალწლო არდადეგები შექმნა და ამისთვის მას უნდა ვუმადლოდეთ.
8. ნებისმიერი ჭკუასუსტი აგიხსნით, რომ რთული საახალწო საჩუქრების წარმოება, შეუძლებელია თოვლის ბაბუის ჯადოქრობის გარეშე!
9. თოვლის ბაბუის და სანტა-კლაუსის მხარდამჭერები, ერთმანეთს კლავდნენ, კლავენ და მოკლავენ, მაგრამ ამაში თოვლის ბაბუის დადანაშაულება არ შეიძლება, უბრალოდ სანტა-კლაუსის რწმენა არ შეიძლება, ეს თოვლის ბაბუას ეწყინება. ერთადერთი სწორი გზაა თოვლის ბაბუის დაჯერება და მისთვის ცხოვრების მიძღვნა.
10. თოვლის ბაბუა და ისინი ვისაც მისი სჯერა, ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ მათ შეურაცხყოფას აყენებს ლოგიკა, საღი აზრი, სიმართლე და გადაკვრითაც კი იმის ხსენება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.
This post has been edited by Internet_Contraband on 22 Dec 2010, 19:20
მიმაგრებული სურათი