მოკლედ. იქით კვირას. ანუ
22 იანვარს დაგეგმილია მწვადის

ხინკლის

და სასმელის განადგურება. რასაკვირველია სხვა სასუსნავებთან ერთად. (პრინციპში მენიუზე შევთანხმდებით)
ჩვენი დიასახლისი იქნება
teonala(თუ რამე კატასტროფა მოხდა და არ გამოვიდა, თქვენს შეუწუხებლად ვიქირავებთ სახლს 1 დღით და იქ გადავბარგდებით. მანამდე დროა)
თქვენ გეძლევათ შანსი რეალურ სამყაროში იგივე უზერებთან იკამათოთ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე, ევროპულ და გურჯულ მენტალიტეტზე, ქალი მოერევა თუ კაცი-ზე. შეგეძლებათ დაამტკიცოთ რომ ხართ შესანიშნავი მზარეულები, ჭურჭლის მრეცხავები, თამადები, (არა.. თამადა ერთია) მსმელები, მოკლედ რაც გინდათ. თუ ამ ყველაფრის სურვილი გაქვთ მაააშინ:
დააკოპირეთ ფორუმელების სია და მიაწერეთ თქვენი ნიკი ქვემოთამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ დაგვჭირდება
15-დან 20 ეროვნულ კუპიურამდე2-3 დღით ადრე (დავაზუსტებთ) შევიკრიბებით მსურველები და შევკრებთ თანხას (სპორტის სასახლესთან). მანამდე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მენიუზე და ა.შ. ერთი დღით ადრე ყველაფერი მზად უნდა იყოს, გარდა იმისა რაც იმ დღეს მოესწრება ან უნდა გამზადდეს. ვინაიდან და რადგანაც ზოგზოგიერთები უცნობები იქნებიან-ვინც 1-2 ჭიქის მერე ისტერიკას გამართავს მას გავაშიშვლებთ და hit me baby one more times-ის ფონზე ვაცეკვებთ.
მაშ ასე. ამ ყველაფრის სამზადისი გახსნილად გამომიცხადებია

მსურველები:
1) ჩვენი დიასახლისი teonala

2) ozzy_ka10
3) Ferlador
4) Shady.
მგონი არაფერი არ გამომრჩენია.. თუ გამომრჩა მერე დავაედიტებ
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------