თსუ-ს ახალი რექტორი ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი ერთხმად აირჩია .
როგორც კენჭისყრის შემდეგ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მარიამ გერსამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კენჭისყრის პროცედურამ კანონის ყველა დაცვით ჩაიარა და აკადემიურმა საბჭომ მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელმაც აკადემიური საბჭოს წინაშე ყველაზე რეალური კონცეფცია წარმოადგინა.
გერსამიას მოსაზრება გაიზიარეს აკადემიური საბჭოს სხვა წევრებმაც. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ კვიტაშვილის გეგმა ყველაზე მეტ მოწონებას იმსახურებდა.
ამასთან, რექტორის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და გაუქმება მოითხოვა მონიტორიგნის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა. მისი თქმით, კენჭისყრა ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით. არ იყო განსაზღვრული მონიტორინგის ჯგუფის წევრების უფლებამოსილება და მათ არ ქონდათ კენჭისყრის პროცედურის დროს გარკვეული კითხივს დასმის უფლება და საშუალება.
ალექსანდრე კვიტაშვილისა და თენგიზ ურუშაძის კანდიდატურების მოხსნას მოითხოვდა არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი.
ლილუაშვილის თქმით, სარჩელის საფუძველზე, სადაც ჩამოთვლილი იყო მიზეზები, რატომ არ უნდა მიეღო ალექსანდრე კვიტაშვილის მონაწილეობა რექტორის არჩევნებზე, კანდიდატურა უნდა მოხსნილიყო.
გიორგი ლილუაშვილის თქმით, რამდენადაც ალექსანდრე კვიტაშვილი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და უკავია უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობა, არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო კენჭისყარში და ყოფილიყო კანდიდატი. მისივე განმარტებით, სასამართლომ მისი სარჩელი კვიტაშვილთან იმართებაში დააკამყოფილა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კვიტაშვილს ჰქონდა უფლება, მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად კანონის დარღვევა საარჩევნო კომისიის მხრდან არ ყოფილა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27-ე რექტორი, აკადემიური საბჭოს აბსოლიტურმა ურმავლესობამ, თორმეტივე წევრმა აირჩია. არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადა განისაღვრება 4 წლით. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო 2010 წლის 13 აგვისოტდან, როდესაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკრაგვის ფაქტების გამო ყოფილმა რექტორმა, გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები