ეს ჩემი პირველი თემაა და გადავწიყვიტე დამედო თემა რომელიც, ჩემი აზრით თითქმის ყველასთვის ამოუცნობი და ზებუნებრივია – ეგზორციზმი (სხეულიდან ეშმაკის განდევნა)
სიტყვა ეგზორციზმი გამომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ek horkizo“, რომელიც ნიშნავს ”მე ვაიძულებ დაიფიცოს”. ეგზორციზმი ეს არის ეშმაკის (დემონის) განდევნა ადამიანისგან ან ადგილიდან, როდესაც არსებობს საფუძველი იმისა, რომ ადამიანი (ან ადგილი) შეპყრობილია ეშმაკით (დემონით). ეგზორციზმი უკვე გვხვდება ქრისტიანობის დასაწყისში, თუმცა აღნიშნული რიტუალის საფუძვლები ბევრად ადრე არსებობდა სხვა კულტურებსა თუ რელიგიებში. ქრისტიანულ პრაქტიკაში ეგზორციზმს ატარებს სამღვდელო პირი, ეწოდება ეგზორცისტი, რომელიც რიტუალის დროს იყენებს სიმბოლოებს (ძირითადად ჯვარს), ნაკურთხ წყალს, მარილს, ღვინოს (როგორც ქრისტეს სისხლი), ლოცვებს და ძირითადად მიმართავს ღმერთს/იესო ქრისტეს, ანგელოზებს/მთავარანგელოზებს.
საერთოდ „შეპყრობილი” ადამიანები არ აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე და ბუნებით არიან მოწოდებულნი რომ ემსახურონ ბოროტებას. ეგზორციზმის რიტუალი ემსახურება შეპყრობილი ადამიანის განკურნებას. ეგზორციზმის პროცესში შეპყრობილ ადამიანს არ აყენებენ ფიზიკურ ვნებას, საჭიროების შემთხვევაში თუ არსებობს ძალადობის მუქარა მას აბამენ.
ძირითადად გვხვდება რომაულ რიტუალებში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი მის ანალოგიას წარმოადგენს ე.წ. „კვეთებული”.
ეგზორციზმი ტარდება ქრისტეს სახელითა და ძალით, ვინაიდან თვით ქრისტემ უბრძანა თავის მოწაფეებს განედევნათ ბოროტი სულები ადამიანებისგან (გვხვდება მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებში).
არსებობს 2 სახის ეგზორციზმი:
1. „საზეიმო ეგზორციზმი” (Solemn Exorcism) – ამ რიტუალის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ მღვდლებს, რომელსაც ამ საქმის შესასრულებლად უფლებას აძლევს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი. თვითნებურად მღვდლებს ეკრძალებათ ეგზორციზმის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება. იმისთვის, რომ გაიცეს ეგზორციზმის ჩატარების უფლება, აუცილებელია ეკლესია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ საქმე რეალურად ეხება „ეშმაკით შეპყრობას”.
2. „მარტივი ეგზორციზმი” (Simple Exorcism) – აღნიშნულ შემთხვევაშიც რიტუალს ატარებს მღვდელი ან დიაკვანი, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური უფლება საჭიროებას არ წარმოადგენს და შესაბამისად გამოიყენება შედარებით მარტივ შემთხვევებში.
ეგზორცისტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია პროცესის განმავლობაში მას თავად ”ჩაუსახლდეს დემონი” (თავად აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში), ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს აღნიშნულ რიტუალს იყოს რაც შეიძლება წმინდა (ნაკლებად ცოდვილი), დარწმუნებული იყოს თავის რწმენაში.
ფილმი „ეგზორცისტი”, რომელიც გამოვიდა 1973 წელს. მასში აღწერილია რეალური ისტორია, რომელიც მოხდა 1949 წელს, სენტ ლუისში.
http://www.youtube.com/watch?v=ZQvl9UFZzvI...player_embedded * * *
თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია ეგზორციზმის რიტუალის შესახებ, გთხოვთ დადოთ.