რამდენიმე ხნის უკან ფორუმზე საშუალება მომეცა შემეფასებინა 1995 წელს გამოცემული ერთი წიგნი, რომელსაც სამწუხაროდ, სპეციალისტთა გარდა, მკითხველთა ფართო წრე ნაკლებად იცნობს.
საბედნიეროდ, შემიძლია გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე დაიდო გ. ჯაფარიძის წიგნის ციფრული ვერსია: საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში.
ეს არის უაღრესად საინტერესო წიგნი, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევას წარმოადგენს და ფაქტიურად, ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია მასში თავმოყრილი და გააზრებული უამრავი ახალი ფაქტის გამო.
ავტორს იმდენად მრავალფეროვანი მასალა აქვს გამოყენებული, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი დარჩება გაოცებული.
წიგნი სამ ნაწილადაა დასკანირებული:
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000805/