ანუბისის სახლი არის ნიკელოდეონის 2011 წლის სერიალი, რომელიც პირველად ეთერში ამავე წლის 1 იანვარს გავიდა.
ეს არის სერიალი სადაც გაერთიანებულია იუმორი, დრამა და მისტიკა ერთად!
თვითონ სერიალის სცენარი მიყვება 8 სტუდენტის ისტორიას, რომელიც ასე ჟღერს:
ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინტერნატში "ანუბისის სახლში", რომელსაც ეს სახელი ეგვიპტის ერთ-ერთი ღმერთის საპატივცემულოდ დაარქვეს ერთი გოგონა გაუჩინარდება, მის ადგილს კი სხვა გოგონა იკავებს. უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს, რომ ამ ინტერნატში მოჩვენებები ბინადრობენ. ნინა - გოგონა აშშ-დან სასწავლებელში გადმოდის. ის თავს ისედაც უხერხულად გრძნობს ახალი სიტუაციის გამო, ამ დროს კი ირკვევა, რომ ჯოი - სასწავლებლის ერთ-ერთი სტუდენტი, უცნაურ ვითარებაში უჩინარდება. გაუჩინარებულის საუკეთესო მეგობარი - პატრისია, ჯოის აორთქლებაში ნინას სდებს ბრალს. "ანუბისის სახლის" მკვიდრნი კიდევ უფრო შეშინდებიან, როცა მათ თვალწინ სარკეზე იწერება წარწერა: "დამეხმარეთ! ჯოი" რა მოხდა სინამდვილეში და ვინ არის ჯოის გაუჩინარებაში დამნაშავე?
საინფორმაციო ვებ-გვერდები:
ინგლისური ტრეილერი:რუსული ტრეილერი:
Amor es como la guerra. Es facil comensarlo, pero muy dificil terminarlo!!!!!!!!!!