#23266735 · 3 Jan 2011, 17:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა უსათაუროში გავხსენი და გაურკვეველი მიზეზების გამო დამიხურეს, თან ხაზი გავუსვი და ვთხოვე პირველივე პოსტში რომ თუ მოდერატორს თემა არ მოეწონა ფსიქოლოგიაში გადმოიტანოს.
კლოუნ-მეჯიქ შოუს განყოფილების მოდერატორმა, ეს საჭირბოროტო, დახურა რომელია და თემის აქ გადმოტანაც არ ინება.
მოკლედ რას ფიქრობთ აი ამ თემაზე:
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ კატებმა რომ ევოლუცია გამოიარეს, ერთ ერთი უმთავრესი როლი მათ გადარჩენაში ითამაშა იმან რომ ისინი თავიანთ კურკლსა და ფსელს მიწას აყრიან და ამით საკუთარ კვალს მალავენ. შესაბამისად ძაღლი იქნება თუ ხელკეტით შეიარაღებული 12 წლის სადისტი გუჯა, ნაკლები შანსია რომ მათ საფრთხე დაემუქროს!
თემას რომ მივუბრუნდეთ: რომელ თქვენგანს მიუწეპებია საკუთარ ცხვირის ნესტოში ნაპოვნი ქიხია სკამის საჯდემის ქვემოთ???
ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა როცა ხელი წაგვივლია მისაწეპებლად და უცბათ იქ ისტორიას შემორჩენილ გამხმარ სკვინტლთა მთელი არმია დაგვხვედრია არა? მერე გვიფიქრია, ეს მე დავტოვე თუ სხვამ? ვინ სხვამ? თუ საკუთარ სახლში ვართ, ოჯახის წევრებს გადავითვლით ხოლმე და სავარაუდო კანდიდატებს ფიქრით ვიკვლევთ ხოლმე. ხოლო აი თუ სხვის ოჯახში ვართ..... თან თუ მრავალშვილიანი ოჯახია და 5 დედმამიშვილი ყავთ, სულ პატარები, 4, 5, 6 წლისები... ოჰო... აი მაშინ ალბათ ტუალეტში გავრბივართ ხელის დასაბანად!
რატომ ხელის დასაბანად? საკუთარ ოჯახში იზამდით მასე? თქვენი დის ან ძმის სკვინტლს რომ შეეხოთ ხელს დაიბანდით?
რატომ ვმალავთ სკვინტლებს სკამის ქვეშ?
რითი არის გამოწვეული ის შიში რაც ამას გვაკეთებინებს???
|