გამარჯობა ყველას!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
წლის პოლიტიკოსი << აღნიშნულმა თემამ ღიმილი მომგვარა და მინდა შემოგთავაზოთ ერთი ფრიადმნიშვნელოვანი თემა თუ რა და ვინ არის ჭეშმარიტი პოლიტიკოსი, უფრო სწორად კი როგორი არის იგი.
პოლიტიკა, საერთოდ, ძალაუფლებისა და მართვის ცოდნაა, პოლიტიკური მეცნიერებანი კი მისი შემსწავლელი მეცნიერება. პოლიტიკა, თავისთავად, ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავს, მეტიც, ადამიანისა და სოციუმს შორის ურთიერთობას და უფრო მეტიც, ამ ყოველივეს ურთიერთმიმართებასა და მმართველობას.
კარგი პოლიტიკოსი არის ის ვინც იცის სოციუმის მიმდინარე განწყობა, ახერხებს თავისი იდეებისა და იდეოლოგიის ჯერ ადამიანთა მცირე ჯგუფისათვის ეფექტურად გადაცემას და შემდეგ მის გავცრელებას უფრო დიდ ჯგუფში. უფრო მეტიც, კარგი პოლიტიკოსი პირველ რიგში დიდ ფსიქოლოგიურ ნიჭს უნდა ფლობდეს, რადგან ის თავისი ქმედებითა და სიტყვებით იმედის გაჩენას უნდა უზრუნველყოფდეს მის გარშემომყოფებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ დესტრუქციის თესა არაეფექტური და პირიქით, ხშირ შემთხვევაში წამგებიანია.
კარგი პოლიტიკოსის მიზანი და გზა უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული საზოგადოების კეთილდღეობასთან, ხოლო მისი მმართველობის ფორმა არც ბრბოზე ბატონობას უნდა გავდეს და არც ანარქიულ თავაშვებულობას (რომის იმპერიის უკანასკნელი წლების მაგალითზე), არამედ იგი საზოგადოებას უნდა აყალიბებდეს მცირე ჯგუფებად, რომლებიც უფრო პატარა მოლეკუელბით - ინდივიდებით იქნება დაკომპლექტებული.
ანუ კარგი პოლიტიკოსია ის, ვინც მართავს ძლიერ საზოგადოებას და არა გზააბნეულსა და ბნელს.
და ეს კიდევ არ არის ყველაფერი: კარგი პოლიტიკოსი თანაბრად უნდა აღიარებდეს ირაციონალურისა და რაციონალურის მნიშვნელობას და ნებისმიერ ქმედებას თან უნდა დაურთოს ის ემოციური განცდა, რომელიც საზოგადოების ცხოვრებისათვის პოზიტიური და დამაიმედებელი იქნება და მოახერხებს მათ მეტად ჩაბმულობას ზოგადი პოლიტიკურ ცხოვრებაში!..
და თქვენ მე მეუბებით, რომ ბატონი გრეჩიხა წლის პოლიტიკოსია?! კარგით რა!..
პატივისცემით პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტი Front National
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.