#23233965 · 31 Dec 2010, 22:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ვეტერანები ახალ წელს შიმშილობის აქციით ქუჩაში შეხვდებიან 19:00 31-12-2010 1993 წლის აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანები ახალ წელს ქუჩაში შიმშილობის აქციით შეხვდებიან . 22 ვეტერანი, რომელთა უმრავლესობაც ომის შედეგად დაჭრილი და დაინვალიდებულია, მეხუთე დღეა გმირთა მოედანზე შიმშილობს. მათ აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, ლეიბები, საძილე ტომრები და კარვები აქვთ გაშლილი. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ერთ-ერთმა მოშიმშილე ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ განუცხადა, სულ რამდენიმე საათში, 12 საათზეც ქუჩაში იქნებიან და მათი შიმშილობის აქცია 7 იანვრამდე გაგრძელდება. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს მშიერი ხვდება, ხელისუფლება მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაში, კონცეტრებსა და ~ღრეობებში~ მილიონებს არ უნდა ხარჯავდეს. ~სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რამდენიმე წარმატებული ოჯახი არ უნდა ღრეობდეს და მათ ღრეობაზე მილიონები არ უნდა იხარჯებოდეს~,-განაცხადა თოფურიამ. ილია გიორგაძის თქმით კი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ახალ წელს სახლში შეხვდებიან თუ ქუჩაში. დავალიანების გამო ელექტროენერგია გათიშული აქვთ, სახლში ტკბილეულის მიტანის საშუალებაც კი არ ჰქონდა. მისი განცხადებით, მოუხსნეს ყველა შეღავათები და სამსახურებიდანაც დაითხოვეს. ~ჩვენ ვითხოვთ სამედიცინო დაწესებულების და უფასო სამედიცინო მომსახურების აღდგენას. ასევე, იმათთვის პენსიების აღდგენას, ვისაც გაუუქმეს და არსებული 22 ლარიანი პენსიის გაზრდას. ვითხოვთ ასევე სამსახურებიდან დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებას~,-განაცხადა გიორგაძემ. ვეტერანები ითხოვენ ხელისუფლება მათი პრობლემებით დაინტერესდეს, მივიდნენ და მოისმინონ ვეტერანების წუხილი.
|