#23257708 · 3 Jan 2011, 00:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბაბუა (ბაბუისა) 1. იგივეა, რაც პაპა (ლიტერატურულად უპირატესია პაპა). ბაბუას შვილიშვილი ძველ დროს ასწავლიდაო (ანდაზა). გოგია თავის ბაბუას ახლო-მახლო ყანებში მარტო უზიდავდა სადილს (ე. ნინოშ.). `პაპა-შენს ბაბუაჩემი სიტკბოთი შემოხიზვნია, დღეს-კი იმისმა მოდგმამა შენგნით პანღური იწვნია!~ (რ. ერისთ.). ბაბუა-ჩემი (დედის მამა) თავის შესახედაობით ქვემო იმერელი აზნაურის ტიპიური წარმომადგენელი იყო (დ. კლდ.). 2. მამაკაცის სახელი მთაში. მენადირეები სამი კაცი მტანავ ( = მახლავს): ადუა, ივანე და ბაბუა ... წავიდეს სამნივ ეს მუშაები: ბაბუა, ადუა, ივანე (ბ. გაბ.).
პაპა (პაპისა) 1. მამის ან დედის მამა, _ ბაბუა. ბებია მოკვდა, პაპაც მიკვდება (დ. გურამ.). `მამას არ უსწავლია და პაპას" (ილია). გაიგონ [შვილიშვილებმა], რა აზრისა იყო მათი პაპა (ი. ჭავ. თარგმ.). 2. გადატ. უფროსი, უხუცესი. ბეროს, ღრმად მოხუცებულს გლეხს, ... გული არ დაჰბერებიყო და მუდამ ლხინის პაპად იყო (ს. მგა- ლომ.). რუსეთის ავიაციის პაპამ _ კ. ე. ციოლკოვსკიმ შეადგინა თვითმფრინავის პროექტი (საბჭ. კავშ. ისტ.). 3. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. მამა-პაპა.
|