http://hr.ge/ViewCompany.aspx?ID=28ტრეინინგები სრულიად უფასოა
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების და სწავლების განვითარებას ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
პროფესიული განათლების პროექტის მიზნებია:
პროფესიული განათლების ხუთი ცენტრის ბაზაზე მოამზადოს კვალიფიციური კადრები სამშენებლო და ტურიზმის სფეროსათვის, რომელთაც პროექტის მიერ მიენიჭებათ საერთაშორისო სტანდარტების ან მათი ეკვივალენტის შესაბამისი სერტიფიკატები.
კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის მეშვეობით პროფესიული სასწავლებლების განვითარება;
ტრენინგები სამშენებლო სპეციალობებში:
დღესდღეობით, პროფესიული განათლების პროექტი ახორციელებს ტრენინგებს შემდეგ სპეციალობებში:
ელექტრიკოსი
ქვაფენილის დაგების სპეციალისტი
სანტექნიკოსი
კალატოზი
მეფილე-მომპირკეთებელი
Knauf-ის თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სპეციალისტი
მღებავი (Caparol, Deko)
შემდუღებელი
ბეტონის ჩასხმის სპეციალისტი
გზის დაგების სპეციალისტი:
გზების მშენებლობის ზედამხედველი
აგეგმვის/გეოდეზიის ტექნიკოსი
ასფალტის ლაბორატორიული შემოწმების ტექნიკოსი
ბეტონის ლაბორატორიული შემოწმების ტექნიკოსი
ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ტექნიკოსი
მოკლევადიანი სწავლების კურსებს უძღვება საერთაშორისო ექსპერტი და გადამზადებულ ინსტრუქტორთა ჯგუფი.
ინტენსიური სწავლების კურსები ერთთვიანია, მოიცავს 150 საათიან პრაქტიკულ მეცადინეობას, ასევე თეორიულ სწავლებას და უსაფრთხოების ზომების შესწავლას. აღნიშნული კურსები ხორციელდება აშშ-ს სამხედრო ინჟინერთა კორპუსის სტანდარტებზე დაყრდნობით. დიდი ყურადღება ექცევა სამუშაო ეთიკისა და დისციპლინის საკითხებს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ სერტიფიკატი. დღესდღეობით კურსები მიმდინარეობს პროფესიული განათლების ცენტრ “სპექტრში”, “შემდუღებელთა ინსტიტუტში”. (თბილისი), ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში (გორის რაიონი) და ქუთაისის #1 პროფესიული სწავლების ცენტრში.
პროექტი მზადაა, ითანამშრომლოს სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიებთან და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ როგორ შეძლებს ინტენსიური სწავლების კურსები შრომის ბაზრის დღევანდელი თუ ხვალინდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
პროფესიული განათლების პროექტი ყოველთვიურად ეპატიჟება სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს “ღია კარის დღეზე” პროფესიული განათლების ცენტრ “სპექტრში”, ასევე ხიდისთავისა და ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრებში, სადაც სტუმრებს საშუალება ეძლევათ, ადგილზე შეაფასონ სწავლების მეთოდები, შეხვდნენ ექსპერტებსა და ინსტრუქტორებს, დაუსვან მათ კითხვები და მისცენ რეკომენდაციები.
დაგვიკავშირდით:
ნაფარეულის ქ. 9ა
251526 ან 251536;
ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: tgermanashvili@vep.org.ge
This post has been edited by Omicron_Theta on 28 Sep 2009, 13:16