ისე მართლაც საინტერესოა რატომ აქამდე არც ერთმა არ გასხნა თემა იმ ხალხზე რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ჩვენი საქომაგო კლუბების მდგომარეობას, წარმატებასა თუ დაღმასვლას?!
ამ ხახლს ვითომ ფეხბურთთან კავშირი არ აქვს რომ მათ ერთი თემა არ მიეძღვნას და აი შტანგა გოლზე ან კრიშტიანო როლანდუზე თემა იყოს და თან უფრო აქტუალური?!
ეხლა რიგ შემთხვევებში რიგ კლუბებს ჰყოლია მეპატრონენი რომელთა ფანტასტიური ძალისხმევა აღფრთოვანებას იწვევდა ქომაგსის გადასახედიდან აი სამწუხაროდ გაცილებით მეტ შემთხვევაში კი ეს ჰალსტუხიანი ჩინოვნიკები გაურკვეველი მიზეზების გამო ფლობენ ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბებს და გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებენ როგორც მათ ხელთ არსებულ კლუბებს ისე ამ კლუბების ქომაგთ.
პიროვნება რომელიც იყო მაგალითი(ჩემთვის) კლუბის სიყვარულისა, იყო უსაყვარლესი, ცხონებული ხესუს ხილი ხილი.

ეხლა ვიღაცამ შეიძლება თვქას რომ სენსი 100-ობით მილიონებს ხარჯავდა ან ბერლუსკონი როდესაც მყარად იდგა პოლიტიკურ სცენაზე ფეხბურთისთვისაც ლამაზად იცლიდა და ფინანსურადაც უხვად იხარჯებოდაო და აი მათ ამაზე მეტად ყვარებიათ თავიანთი კლუბებიო მაგრამ მე დარწმუნებული ვარ აი ამ უპატიოსნეს ადამიანს მარბელას მერობისას ამ საკურორტო ქალაქის ბიუჯეტის ძარცვის გარდა სხვა ფინანსებზეც რომ მისწვდომოდა ხელი, დედა უტირე მონაგონი იქნებოდა ყველა სხვა დანარჩენი თუნდაც მილიარდელების დანახარჯებიც კი.
მას ატლეტიკო სისხლში ჰქონდა გამჯდარი და მთელი გულით უყვარდა. ამიტომ უყვარს ქომაგს ასეთი კლუბის მეპატრონე და ნატრობს რომ მის საქომაგო კლუბს ჰყავდეს მეპატრონე რომელთათვისაც მათი საფეხბურთო კლუბი უბრალოდ ბიზნესწყარო არ იქნება.

ბიზნესმენები.
აი ამათ დედას გავიცნობდი.