პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა ”ქართული ოცნების” გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.
როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.
ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ თქვენი პრეზიდენტის ყოლის უფლებასო. თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა - არასახელისუფლო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, ”ოცნებამ” შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება”
წყარო
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ognozirebs.html