14:24 04-01-2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვეტერანების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო დაკავებული იქნენ ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე. აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. დაკავებულები შემოწმებულნი იქნენ ნარკოლოგიური ექსპერტიზის მიერ, რის შედეგადაც ორ მათგანს ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდა. ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ჩატარდება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე", _ ნათქვამია განცხადებაში.
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-gadaketes.htmlგმირთა მოედანი სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს . მანამდე კი მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცავებმა ვეტერანთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
გმირთა მოედანზე შეკრებილი საზოგადოება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს და მათ საშუალება აქვთ მხოლოდ ვარაზისხევის მიმართულებით იმოძრაონ.
აქციაზე იმყოფება "კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც პოლიციელებთან ვითარების გარკვევას ცდილობს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯაბა ტყემალაძემ განაცხადა, თუკი ისინი ვერ დაბრუნდებიან გმირთა მოედანზე საპროტესტო აქციის გასამართად, აქციის მონაწილეები "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გადაინაცვლებენ და მოუწოდებენ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, გუშინდელი აქციის დარბევის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გაავრცელონ