#23280462 · 4 Jan 2011, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის 78 წლის იუბილესთან დაკავშირებული მიღება დასრულდა. დილიდან საპატრიარქოში სტუმართა ნაკადი არ წყდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სტუმრებს მიმართა. "მთავარი ის კი არ არის, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, მთავარია, რომ ჩვენი ერი სულიერად ძლიერია; მთელი ერი ერთად არის და ვერავითარი შინაგანი თუ გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ერს",-ბრძანა პატრიარქმა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საპატრიარქოში მისულ სტუმრებს მილოცვისათვის და ყველას ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. საპატრიარქოში უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ჩოხოსნები, მშობლები ბავშვებთან ერთად, რათა უწმინდესისათვის იუბილე მიელოცათ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებლები. ისმოდა გალობა, შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები. დღესვე კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 78 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტიც გაიმართება, სადაც შესრულდება საგალობლები და კლასიკური ნაწარმოებები. კონცერტს უწმინდესიც დაესწრება.
|