Precursor
ერის მამა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9096
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06
|
#23286011 · 4 Jan 2011, 20:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიალოგი გადმოწერილია X-ფაილების III ნაწილის 24-ე სერიიდან:
პატიოსანი სოცმუშაკი კაფეში შეესწრო წონასწორობადარღვეულ ადამიანს, რომელმაც იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სოცმუშაკი ეხვეწებოდა, მაი არ ქნაო, როცა პოლიცია გამოჩნდა სროლა ატეხა. 3 კაცის მოკვლის მერე ეს წონასწორობადარღვეული ადამიანი პოლიციამ გააგორა... სოცმუშაკმა ხელისგული დაადო ჭრილობაზე და გაუმთელა... მერე 3 დაბრედილი კაციც გააცოცხლა და ცოტა ხანში აორთქლდა...
"სოცმუშაკს" მიაგნეს სამსახურში და აიყვანა უშუალოდ "მწეველმა", რომელიც მაგარი დამპალი ტიპია მთელი სერიალის განმავლობაში და უცხოპლანეტელების მიერ დედამიწის კოლონიზირების განხორციელებაში აქტიურად მოღვაწეობს სხვა განდონ და კლიზმა ბერიკაცებთან ერთად, რომლებიც იმდენად საიდუმლო სამსახურს წარმოადგენენ, რომ ზოგჯერ თვითონაც ერევათ, ვისი ვისაშია - მოკლედ, ადამიანია, მაგრამ ალიენების კლიზმაა, რა...
ეს "სოცმუშაკი" სინამდვილეში ალიენია, თანაც თუ სპეციალური ალიენური სადგისი არ გუუყარე კისერში, ისე ვერ მოჰკლავ - დანა არ სჭრის, ტყვია არ ეკარება, ცეცხლში არ წვის... წყალში იძირება, მაგრამ არ იღრჩობა... შეუძლია სასწაულების მოხდენა, განკურნება, ისა, ესა.... თანაც, ჯიგარი ტიპია და ხელს უშლის დედამიწის კოლონიზებას თანამოძმეთა მიერ...
მიწისქვეშ, ციხის ბუნკერში, ერთერთ საკანში, თავიდან ბოლომდე დაბმულ "სოცმუშაკთან" მიდის "მწეველი" და ეკაჩავება:
"მწეველი" - შენ ამის გამო პასუხს აგებ! მე აქ გამომიძახეს, რომ ამაში გავერკვიო... რა თქმა უნდა, შენ სხვა რამეს არც ელოდი... "სოცმუშაკი" - მე არ მრცხვენია იმისი, რაც გვაკეთე... "მწეველი" - ნუ შეგრცხვებათ რა... თქვენ არ შეგიძლიათ თქვენს თავს მისცეთ სიბრალურის ფუფუნების უფლება... თქვენმა მისწრაფებამ, დაეხმაროთ მოყვასს, ხელი არ უნდა შეუშალოს მაღალ მიზანს! "სოცმუშაკი" - მე აწი აღარ მჯერა მაღალი მიზნის! "მწეველი" - ასეთია შენი ბედისწერა! "სოცმუშაკი" - თქვენი განსასჯელი არაა, თუ რა არის ჩემი ბედისწერა! შესაძლოა თქვენ გაქვთ მიზანი, მაგრამ არა - უფლება! და არც შესაძლებლობები... "მწეველი" - შენ თვლი, რომ უფლება გაქვს მე მმართოთ?შენ წარმოგიდგენია რა შეიძლება დაგვიჯდეს შენი ამდაგვარი ქმედებანი? როგორი შეიძლება იყოს ამ ქმედებათა შედეგები? ვინ ხარ მასეთი, თავს უფლებას რომ აძლევ მათ იმედი მისცეთ? "სოცმუშაკი" - კი მარა, თქვენ რაღას აძლევთ? "მწეველი" - ჩვენ მათ ვაძლევთ ბედნიერებას! ხოლო ისინი ჩვენ გვაძლევენ ნდობას! "სოცმუშაკი" - ნდობას, წაართვათ მათ თავისუფლება დემოკრატიის საფარქვეშ? "მწეველი" - ადამიანებს არ შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები, რადგანაც ისინი არიან სუსტნი, გარყვნილნი, არარაობანი და მოუთმენელნი... მათ სწამთ ძალაუფლების! ისინი დაიღალნენ ელოდონ სასწაულებსა და ჯადოქრობებს... მეცნიერება - აი, რა არის მათი რელიგია! სხვა ახსნა მათთვის არ არსებობს! და ისინი აღარაფერს არ ირწმუნებენ, თუ კი პროექტი არ გაგრძელდება... "სოცმუშაკი" - მაგრამ, მათთვის რის ფასად? "მწეველი" - შეკითხვა უსარგებლოა, ხოლო პასუხი - ცნობილია წინასწარ... თარიღი დადგენილია!
აქ "სოცმუშაკმა" წინა სერიებში დაღუპული კაი ტიპის სახე მიიღო...
"სოცმუშაკი" - რამდენად დიდი ფასი უნდა გაიღონ მათ, რომ გადაიხადონ თქვენი ხეირისათვის? რამდენი მათგანი უნდა მოკვდეს, რომ თქვენ პროექტში დარჩეთ? "მწეველი" - ჩემზე არ მოქმედებს არც შენი სასწაულები და არც შენი ეშმაკობა! და შენი როლიც განისაზღვრება... "სოცმუშაკი" - ვის მიერ? როგორ? "მწეველი" - მათ მიერ, ვისაც აქვს საშუალება შენი განადგურების...
"მწეველი" - მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ... "სოცმუშაკი" - თქვენ მე ჩამსვით გალიაში, რომელიც თავის მხრივ გალიაშია - რატომ გეშინიათ ჩემი ასე? "მწეველი" - მე შენი არ მეშინია! "სოცმუშაკი" - გეშინია, როგორ არ გეშინია... შენ ცხოვრობ შიშში, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში... "მწეველი" - შენ არაფერი არ იცი ჩემს შესახებ... "სოცმუშაკი" - როგორ არ ვიცი! მე ყველაფერი ვიცი შენს შესახებ! გგონია, რომ ეს სასწაულები ჩემი შესაძლებლობების ზღვარია? "მწეველი" - ფიქრობ, რომ ღმერთი ხარ? შენ მუშაკი ხარ - ერთი მრავალთაგანი! - მონა! "სოცმუშაკი" - შენ გეშინია, მათ არ დაიჯერონ, რომ მე თითქოს ღმერთი ვარ! "მწეველი" - ამას არა აქვს მნიშვნელობა... მათ უმეტესობას სურვილი აქვს ღმერთი სწამდეს... "სოცმუშაკი" - რატომ? "მწეველი" - ღმერთი იძლევა საშუალებას, რომ სასწაულების გარეშე შექმნა საკუთარი ბედი... "სოცმუშაკი" - ფიქრობ, რომ თუ კი ადამიანებს სჯერათ სასწაულების, ამითი ისინი ღმერთს უარყოფენ? "მწეველი" - რა თქმა უნდა! "სოცმუშაკი" - თქვენ მათ მართავთ ღმერთის სახელით? "მწეველი" - მათ ღმერთი არა სწამთ, მაგრამ მისი ეშინიათ... ეშინიათ მისი, რადგანაც ეშინიათ თავისუფლების! "სოცმუშაკი" - ხოლო შენ მათ აძლევ ბედნიერებას... "მწეველი" - მე მათ ვიცავ სინდისის ქეჯნისგან... ყველას, ვისაც კი შეუძლია ადამიანი დაიცვას სინდისის ქეჯნისაგან, უფლება აქვს წაართვას მას თავისუფლება! "სოცმუშაკი" - და თუ თქვენ არ შეგიძლიათ ისინი დაიცვათ სინდისის ქეჯნისგან, უბრალოდ ჰკლავთ მათ... მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ყველას მოკვლას! ვერ შეძლებთ მოკლათ მათში სიყვარული, რაც მათ აქცევს ადამიანებად, აქცევს მათ უკეთესებად, ვიდრე ჩვენ ვართ! უკეთესებად! "მწეველი" - ამას ვინ ამბობს? შენ ერთი ჩვენთაგანი ხარ! "სოცმუშაკი" - არა! შენ მხოლოდ ის გინდა, რომ როცა ყველაფერი დაიწყება, ხელმძღვანელთა შორის იყო! მაგრამ შენ ცდები! "მწეველი" - ნუთუ? მართლა? "სოცმუშაკი" - კი, შენ კვდები ფილტვის კიბოთი! "მწეველი" - ეს ტყუილია! "სოცმუშაკი" - ფიქრობ, რომ ტყუილია? "მწეველი" - შენ გინდა შენი სიცოცხლე გადაირჩინო! "სოცმუშაკი" - შენ რა - არ გინდა?
------------------- არა თქვათ ახლა, რომ ეს პოლიტიკა არაა!
This post has been edited by Precursor on 4 Jan 2011, 20:27
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|