ერთხელ ვიყავი აქციაზე და ჩემს ტელეფონს უკვე უეჭველი უსმენს შესაბამისი სამსახური
პატარა ექსკურსს გავაკეთებ

გუშინ როდესაც ვეტარანებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად მივედით ფორუმელები და არა ფორუმელებიც მოგეხსენებათ აქცია დაწყებულიც არ იყო წესიერად რომ ახმახმა პოლიციელმა აგრესიული ტონით გააფრთხილა ორგანიზატორები რომ საკუთრი ფეხით თუ არ წახვალთ 5 წუთში დაგშლითო
ჩვენ მართლაც დაგვშალეს
უფრო სწორედ კი გამოგვრეკეს ვარაზისხევისზე ცოტა ზევით.
მაგრამ ასე თუ ისე აქცია მაინც ჩატარდა და ასე თუ ისე მაინც გაშუქდა (თუმცა ჩემი აზრით უკეთEსადაც შეიძლება გაშუქებულიყო)
ერთი სიტყვით საღამოხანს აქციიდან დაბრუნებული ვურეკავ ჩემს მეგობარს ტელეფონით - ამ დროს რატომღAც ჩვეულებრივი "გუდოკის " ნაცვლად მესმის რაღAც უცნაური წივილივით ხმები , შრიალი და რაღAც გაურკვეველი ხმები - მოკლედ დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ ჭირდება იმის მიხვედრას რომ როგორც ჩანს ქვეყანაზე მზრუნველი სამსახურები საქმეში ჩაერთნენ ! და ქვეყნისთვის ფრიად საშიში რეციდივისტის მეტსახელად ნამო-ზეც მოსმენა დაიწყო
გილოცავთ! მეგობრებო

ძვირფასო მოსმენების სამსახურო - როგორც ჩანს ან აპარატურა მოგიძველდათ ან რაღAცაშია საქმე შეიძლება -არ ვიცი- ანაც ტექნიკური პრობლემაა - მაგრამ ასე არ უნდა დაიწყვათ თავი - იმიტომ რომ ავად თუ კარგად ქვეყნის უსაფრთხოებას იცავთ და ვალდებული ხართ მეტი პროფესიონალიზმი გამოავლინოთ
მაშ ასე ვისაუბროთ მოსმენების თემაზე

პ.ს
ძვირფასო მოდერო, გთხოვ თემა არ მიუერთო სხვას და არც სხვისი თემა მოუერთო ამ თEმას
გთხოვ მოგვცე საშუალება ინფორმაციის თAვისუფალი გაცვლა მოვახდინოთ