თითქმის ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს რეალური ათეისტური კლუბები, რომლებიც იკრიბებიან - ერთად აჩმახებენ

და ეწევიან ქველმოქმედებას.
უმრავლესობა ასეთ კლუბებს/ფონდებს და ორგანიზაციებს არ გააჩნიათ არანაირი ოფისები და არც სჭირდებათ არაფერში, ერთადერთი შეხვედრების ორგანიზებაა საჭირო.
ყველაზე ძლიერი ათეისტური ორგანიზაციები აფინანსებენ პრო-ჰუმანურ რეკლამებს (გახსოვთ ალბათ - ათეისტური რეკლამები ავტობუსებზე, ბილბორდებზე და ა.შ.) და სერიოზულ პროექტებს, მაგალითად "ექიმები საზღვრებ გარეშეს" ეგიდით - საავადმყოფოების მშენებლობას და ა.შ.
ათეისტებზე უკეთ ვის მოეხსენება შექმნილი მახინჯი და გაუსაძლისი მდგომარეობა საქართველოში.
რას იტყვით აგნოსტებო, ათეისტებო და საერთოდ ურჯულო/ურწმუნოებო, ხომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და პატარა კლუბივით - რეალშიც შევქმნათ?
დასაწყისისთვის უბრალოდ შევიკრიბოთ ხოლმე და პატარა ბავშვები შევჭამოთ