#23293838 · 5 Jan 2011, 03:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
WALLON
| QUOTE | | კარგი იქნებოდა ჩამოწერილიყო პარტიების და პოლიტიკოსების სიები პუნქტებში მიკუთვნებებით |
როგორც ვთქვი, ჩემთვის ამ მხრივ გამონაკლისები არ არის. ასეთი გამონაკლისები რომ არსებობდეს, მათ ჩამოვწერდი, უფრო მცირე სია იქნებოდა,მაგრამ არ არსებობს.
...
სხვადასხვა მიზეზებით ხელისუფლების უპირობო მომხრეებისთვის და ამა თუ იმ არსებული ოპო პარტიების წევრების და მომხრეებისთვის, რა თქმა უნდა არ არის ეს საჭირო. უფრო სწორედ, პირველთათვის არ არის საჭირო არანაირი ეფექტური ოპოზიციური აქტივობა, რაც ფაქტობრივად დაკმაყოფილებულია არსებული რეალობით, მეორეთათვის კი არ არის სასურველი კონკურენცია.
გასაგებია ეს, მაგრამ საბედნიეროდ არ ასახავს საზოგადოების უმრავლესობის განწყობას და ეს უმრავლესობა, სხვათაშორის მიუკერძოებელი ოქროს შუალედისგან შედგება, რომელთა გაერთიანებაც, რიგ საკითხებთან მიმართებაში მათი აზრთა სხვაობის მიუხედავად, შესაძლებელია ახალი, რეალური და ეფექტური ოპოზიციური ძალის ირგვლივ.
ჩემი წარმოდგენა ამ პოტენციურ ახალ, რეალური და ეფექტურ ოპოზიციური ძალაზე უკვე მოგახსენეთ და ვინც ამას არ იზიარებს, მას არ ვთლი ოპოზიციად.
არსებული ოპოზიციის დაგმობის და მათი გამიჯვნის შემდეგ, რეალურმა ოპოზიციურმა ძალამ პირველი იერიში მთელი ძალისხმევით, რესურსებით და სრული კონცენტრაციით უნდა მიიტანოს სასამართლო სისტემაზე და არსად გადაიტანოს აქედან ყურადღება სანამ შედეგებს არ მიიღებს
მერე ვნახოთ..
|