პოლიციასთან კავშირი არსოდეს მქონია ცხოვრებაში, ერთხელ ბავშვობაში და ერთხელ 5-6 წლის წინ გამაჩერეს საღამოს უბანში და რაობის და ვინაობის დადგენის შემდეგ გამიშვეს...
და დღეს გადავეყარე ძაღლებს...
მე და ჩემი ორი ძმაკაცი უბანში "ვაბირჟავებდით" მანქანით... მე-5 სამშობიაროს წინ, მოედანივითაა, სადაც მოძრაობა არ არის...
ჩვენს წინ ერთი მანქანა იდგა და ჩემმა ძმაკაცმა დაძრა მანქანა და იმ მანქანის ცოტა წინ დააყენა...
და მანქანიდან შუშა ჩამოწია პოლიციელმა (იმ დროისათვის ჯერ კიდევ) და უკან დაიწიეთ, გვეფარებითო...
ჩემმა ძმაკაცმა პრობლემა არ არისო და დაწია მანქანა უკან...
გავიდა 1-2 წუთი და ამ მანქანიდან ორი ფორმიანი გადმოხტა (ორნი იყვნენ), მოვიდნენ, გამოაღეს კარები და ნაგლად იკითხეს, აქ რას აკეთებთო...
ჩვენ ვუთხარით რას ვაშავებთ, ვდგავართო...
გადმოდით მანქანიდან ერთი წუთიო...
ერთ ჩემ ძმაკაცს ახალი მოწეული ქონდა მარიხუანა და დავიძაბეთ მაგრად, სახეზეც ეტყობოდა...
გამოდვედით და დაგვიწყეს გამოკითხვა, აქ რას აკეთებთო...
მარიხუანა ვისაც ქონდა მოწეული, იმან იცნო ეს ძაღლები და როგორ თუ რას ვაკეთებ, ხო მიცნობთ, აქ ვცხოვრობო და მაგათი მეგობრის სახელი უხსენა, იმის ნაცნობი ვარო...
ამათ კიდე ნაგლად დაურეე აბაო... თან შეატყეს რო დაბოლილი იყო და განაგლდნენ...
იმ პიროვნებას ვერ დავუკავშირდით და საიდან იცნობთო და ამან უთხრა ჩვენთან მუშაობსო (ოჯახური ბიზნესი აქვთ) და უთხრა თავისი ვინაობა...
ამ დროს მეორე ძაღლი მეორე ძმაკაცს "უტრაკებდა" მანქანის საბუთი თან რატო არ გაქვსო...
და ამ ძაღლმა რო გაიგო, ვისაც ელაპარაკებოდა, ეგრევე გააჩერა თავისი მეწყვილე, გაანებე თავი, გავუშვათო...
და მანქანაში რო ვსხდებოდით, ნაგლად მოგვაძახა, რაღაც უკმაყოფილო სახეები გაქვთ და პრობლემა ხო არააო...
და მეორეჯერ ჩვენ მანქანას აღარ ჩამოეფაროთ წინო...
ტვინში სისხლმა ამასხა... ეს ჩემი ძმაკაცი მოწეული რო არ ყოფილიყო ...
და ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი გაბოროტებული...
ცალკე ამ ჩემ ძმაკაცს დავუწყე ჩხუბი, შენი პლანის გულისთვის ხმა ვერ ამომიღია მეთქი...
მოკლედ რისი თქმა მინდოდა... ედიკასდროინდელი ძაღლები არ გადაშენებულან...
და შსს წარმატებებზე საუბრისას მარტო პატრულს, გამჭირვალე შენობებს და მტერი ქვეყნის აგენტურის გამოვლენას რომ ახსენებთ, ამავე დროს ე.წ. ოპრებზე რატო არ საუბრობთ?
რომლებიც არაფრისგან განსხვავდებიან ედიკასდროინდელი ოპერებისგან...
თუნდაც საუბრის მანერით...
იმის მერე იმაზე ვფიქრობ, ნეტა ამ ჩემ ძმაკაცს პლანი არ ქონოდა მოწეული, ამ ორ ძაღლზე ამოვიყრიდი იმ ჯავრს, რაც შსს-ს განუკითხაობის გამო მაქვს დაგროვილი გულში მეთქი...
ოღონდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან წინააღმდეგობის გაწევის გზით არა...
ისე გავუჩალიჩებდი, როგორც იმსახურებდნენ...
\მთელი ცხოვრება რომ დავმახსოვრებოდი...
არ დამბოღმეს ამ საშობაოდ იმ ყველაფერმო....?!
Mens sana in corpore sano...