
არ ვივიწყებთ. ამაგს გიფასებთ და გილოცავთ ამ დღეს
...პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა დიქტატორულმა მმართველობამ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობარაც უზურპატორის წინააღმდეგ რესპუბლიკაში საერთო-სახალხო აჯანყების დაწყების საფუძველი გახდა.
1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ზ. გამსახურდია თანამზრახველებთან ერთად გაექცა ხალხის რისხვას, მიატოვა დედაქალაქი და გადაიხვეწა ჯერ სომხეთში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გროზნოში, საიდანაც განაგრძობდა საქართველოს რესპუბლიკისათვის ძირგამომთხრელი და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებასა და მათ განხორციელებას;... ხელს გააყოლა 40 კილო ოქრო და 200 მილიონი ამერიკული დოლარიგამარჯვების ფასი იყო დიდი - მართალია მრავალი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქვეყანამ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსის მეშვეობით, სხვა დემოკრატებთან ერთად სწრაფად დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები - გაჩნდა შუქი, გაზი..... ხალხს მატერიალურადაც დაეწყო წინსვლა-თითქმის ყველა მილიონერი გახდა კუპონებში..
და ყველაზე მთავარი-აღსდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
თქვენ ისეთი თავმდაბლები ხართ, არ გიყვართ საუბარი ქვეყნის წინაშე შეტანილი თქვენი წვლილის შესახებ. არც ამ თემაში გამოჩნდებით მადლობის მოსახდელად. შვილებიც წამოგეზარდნენ და ისინიც თქვენსავით თავმდაბლები არიან-არც მათ უყვართ მათი მამების გმირობაზე საუბარი. ეს თქვენი დამახასიათებელი თვისებაა ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ჩვენ მუდმივად გავიხსენებთ ამ დღეს და მუდამ გავიხსენებთ თქვენს სახელებს - შთამომავლობამ უნდა იცოდეს თავისი გმირების სახელები

ეს კი თქვენი მონა-მორჩილი