ეგზითპოლის შედეგებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 88,89%-ით ილჰამ ალიევი ლიდერობს
19:12 09-10-2013
ეგზითპოლის შედეგებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 88,89%-ით ილჰამ ალიევი ლიდერობს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 19:00 საათისთვის დაიხურა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალიანსის" მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 88,89% ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.
გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილზეა ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატი "დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოდან", ჯამილ ჰასანლი, რომელმაც ხმათა 8,2% მიიღო. მესამე ადგილი კი 1,88%-ით, ეგზითპოლის თანახმად, მილიმეჯლისის დეპუტატმა, პარტია "უმიდის" თავმჯდომარე იგბალ აჰაზადემ დაიკავა.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, დღეს, გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. საარჩევნო პროცესს 52 ათასამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა, რომელთა შორის, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 1400 საერთაშორისო მონიტორია.
carveraთუნგიShagrentgiomela12ცერცვაchukiusმოიგო