Apostate
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1988
წევრი No.: 22272
რეგისტრ.: 5-August 06
|
#23339571 · 7 Jan 2011, 17:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძველი და ახალი საშობაო ეპისტოლეების გადაკითხვამ გამიჩინა ამ თემის გახსნის იდეა. ვაღიარებ, ხელმოწერით უნიკალური ეპისტოლეები იწერება და გამოდის მისი ავტორის გენიალურობით აღტაცებული ქართველო ერის სამსჯავროზე , მაგრამ ჩემი აზრით ვერცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა ბარბარობაზე წარმოთქმულ სიტყვასთან. ასეთი გულწრფელი მე პირადად არ მახსოვს და ამიტომაც ვფიქრობ რომ თანამედროვე ქართული ღვთისმეტყველების ეს შედევრი ცალკე თემას და განხილვას იმსახურებს ამ ფორუმის რელიგიის განყოფილებაში  გთავაზობთ ამ შედევრის სრულ ტექსტს: დღეს არ შემიძლია, არ შევეხო იმ ფაქტს, რომელიც მოხდა გუშინ საღამოს ტელევიზიის პირველი არხით. იყო გადაცემა საღამოს 10 საათზე. ეს იყო, მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდი, ცუდი კი არა ცუდზე უარესი გადაცემა და მიჰყავდა ეს დავით პაიჭაძეს. მასთან ერთად საუბრობდნენ ჯერ ბექა მინდიაშვილი და შემდეგ გიგა ზედანია. მე არ მინდა პოლემიკაში და კამათში შევიდე, მე მინდა ვუთხრა ყველას და მათ, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ. ეს იყო კრიტიკა ეკლესიისა, ეს იყო კრიტიკა სინოდისა, პატრიარქისა. ამით მოგვილოცეს ჩვენ ბარბარობა. მაგალითად, გიგა ზედანია, მან მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ ყოველი რელიგია ოპიუმიაო. აი, ესეთ ადამიანებს... რაღა დროს მარქსია? რაღა დროს მისი ციტირებაა? მე ძალიან ვწუხვარ რომ ბექა მინდიაშვილი არის მღვდლის ძმისშვილი, მამა არჩილის ძმისშვილი. მამა არჩილიც და მისი ძმაც დიდი ადამიანებია, და ეკლესიური და მორწმუნე ადამიანებია და აი ძმისშვილი გამოვიდა, მე არ ვიცი ათეისტია, თუ ათეისტზე უარესია?!
მე ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ე.ი. სახელმწიფო, ხელისუფლების ტელევიზიის არხით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა მთლად უარესი. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება.
ბექა მინდიაშვილი თითქოს სწავლობდა სემინარიაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ჩემს დროსაც იყვნენ, როცა მე ვიყავი სტუდენტი, იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად მოგზავნილნი იყვნენ სემინარიაში, რომ მერე გამოეცხადებინათ რომ ისინი ათეისტები არიან. ჩემს კურსზეც იყო ასეთი პიროვნება.
რას ნიშნავს ეს? ისინი ცდილობენ, რომ რაღაც განხეთქილება შეიტანონ სინოდში. ისინი ამბობენ, რომ არიან მოწინავენი მღვდელმთავართა შორის. ერთი ამბობს, რომ ამდენი მღვდელმთავარი რად უნდა?! რად იყოფა ეპარქიები? ეს პატრიარქისა და სინოდის გადასაწყვეტია და არა მათი. ეკლესია მუდამ იყო მსახური ჩვენი ღვთისა და ერისა და დარჩება ასე.
მე მაწუხებს ერთი რამ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები. და ეს პიროვნებები, ეს ადამიანები ცდილობენ რომ ჩაუნერგონ ჩვენს მოსახლეობას რაღაც ცუდი განწყობილება ხელისუფლების მიმართ. ფაქტიურად, ეს გადაცემა იყო ანტიხელისუფლების მიმართ და არა ეკლესიის წინააღმდეგ. მორწმუნე ადამიანები არ შეუშინდებიან და არ შეირყევიან. ასეთი გადაცემები ყოფილა და ალბათ კიდევ იქნება. ძალიან სამწუხაროა, ის ფაქტი რომ ჩვენი ქართველი ადამიანები... ზოგიერთი, სჭრის იმ ტოტს რომელზეც არის ქართველი ხალხი. ეს არის ანტიეროვნული გადაცემები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არცერთი რელიგია არ იყო ნახსენები გარდა მართლმადიდებლობისა. ე.ი. ყველაფერი გვაქვს დალაგებული ქვეყანაში , და ერთადერთი დაულაგებელი გამოდის ჩვენი ეკლესია და იმათ უნდათ გამოასწორონ ესა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე კამათში არ შევდივარ და არც შევალ მათთან, მაგრამ მე მინდა გავაფრთხილო, მამაშვილურად გავაფრთხილო, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს და მერე ნუ იტყვიან თუ რატომ გვსჯის ღმერთიო?
ადამიანი რომელი დღეს სთვლის რომ სარწმუნოება არის ერის ოპიუმი და მოჰყავს მარქსი ... ეს საოცრებაა! ეს სამწუხარო მოვლენაა. მერე მე მინდა ასევე ვთქვა, რომ იქ .. ამ გადაცემაში შეეხო ერთერთი მათგანი რუსეთის ეკლესიას... რომ რუსეთის ეკლესია მუდამ, თითქოს მუდამ იყო ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი და დღესაც ასეა. ე.ი. გამოდის რომ... გვინდა რომ ჩატეხონ ის ხიდი, რომელიც არის ეკლესიებს შორის. და ჩვენსა და რუსეთის ეკლესიას შორის.
ჩვენ ვინ გვეკითხება იმას თუ რუსეთის ეკლესია გამტარებელია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის. ჩვენ ჩვენს თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ. მე მინდა ვთქვა რომ სინოდი და ეკლესია დღეს ძლიერია და ვერავითარი მტერი ვერ დაშლის მას, ვერ დაჰყოფს მათ და ჩვენთან ერთსულოვნებაა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად ერთი აზრი უნდა იყოს. რა თქმა უნდა სინოდის სხდომაზე გამოითქმება სხვა აზრებიც, როგორც ჩვეულებრივად, ოჯახშიც ასეა, ნებისმიერ საზოგადოებაში ასეა, რომ ზოგი ერთს ფიქრობს, ზოგი-მეორეს. მაგრამ მერე საერთო აზრს გამოიმუშავებენ.
მე მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი, რომელიც მოხდა საქართველოში პირველ წრეებში, აი როცა იყო დევნა და ნგრევა ეკლესიებისა. ეს მოხდა სამეგრელოში. კომკავშირის მდივანმა მოიწვია ხალხი, ერთი სოფლის მოსახლეობა და უთხრა მათ, შესთავაზა მათ, რომ ვინმე ასულიყო ტაძარზე და მოეჭრა ჯვარი. ვერავინ ვერ ბედავდა ამას და, მერე ვიღაცამ გამოთქვა თუ ასე ადვილიაო შენ თვითონ ადი და მოსჭერიო. და ავიდა და მოჭრა ჯვარი, გადმოვარდა ჯვარი. ზოგი ტიროდა, ზოგს უხაროდა, ურწმუნოს. მორწმუნეები ტიროდნენ, რომ ხედავდნენ ასეთ უბედურებას და დაიწყო ჩამოსვლა ტაძრიდან ამ ადამიანმა და მოიღრუბლა. წამოვიდა წვიმა. ესეც ჩამოვიდა და შეეფარა ერთ-ერთ ხეს. ატყდა ჭექა-ქუხილი და დაარტყა პირდაპირ იმ ხეს და იმ ადამიანს, რომელმაც მოჭრა ეს ჯვარი. იქვე მოკლა. ასე რომ, ასეთი შემთხვევები ბევრია.
მე მინდა გაგახსენოთ ასევე ისტორიიდან იულიანე განდგომილი. იულიანე განდგომილი იყო ნათესავი კონსტანტინე დიდისა. იზრდებოდა ქრისტიანულ გარემოცვაში და როცა გამეფდა, გამოაცხადა თავისი თავი წარმართად. და დაუწყო ბრძოლა ეკლესიას. და ერთ-ერთი ომის დროს იგი იყო სასიკვდილოდ დაჭრილი და რომ კვდებოდა იულიანე განდგომილი, განდგომილი ამიტომ ეწოდება რომ განუდგა ეკლესიას, გამოეცხადა მას მაცხოვარი და ხელი ასწია იულიანემ და თქვა: ”შენ დამამარცხე გალიველოო”, მაცხოვარზე თქვა ”შენ დამამარცხე გალიველოო”.
ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აპატიოს და კეთილი და ჯანსაღი აზრი მისცეს მათ და იმათ რომელნიც ამ გზას ადგანან. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის. ამით ისინი აკეთებენ იმ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ მოხდება,იმიტომ რომ ღმერთი იცავს საქართველოს და ღმერთი გადაარჩენს საქართველოს და გაამთლიანებს საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს სამღვდელოებას, იქ ასევე სამღვდელოებას აკრიტიკებდნენ. ჩვენი სამღვდელოება თქვენი შვილებია, ჩვენი შვილებია. ”არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს”, მაგრამ თუ ადამიანი გრძნობს თავის ცოდვებს და ინანიებს, აღსარებაზე მიდის და წმინდა ზიარებას ღებულობს, მას უფალი აპატიებს იმ ცოდვებს. ასე რომ, იმ ადამიანებმა, რომლებიც აკრიტიკებენ ჩვენს სამღვდელოებას, უპირველეს ყოვლისა თავის გულში ჩაიხედონ და ნახავენ რომ იქ ბევრი ჭუჭყია. მე არ შემეძლო არ მეთქვა ამის შესახებ, იმიტომ რომ უკვე მეორდება რამდენიმეჯერ და ეს საშიშია ჩვენი ერისთვისაც, ხელისუფლებისათვისაც, ეკლესიისთვის, ყველასთვის.მოკლედ თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ვისამოვნე ამ სიტყვით. მისი გააზრებით, გაანალიზებით და განსაკუთრებით უკანასკნელ ეპისტოლესთან შედარებით. არანაირი მოკრძალებები შეფასებაბში, ყველაფერი პირდაპირ და ღიად, დაუფარავად და ზედმეტი სენტიმენტალურობის გარეშე. განსაკუთრებით მხურვალე თაყანისმცემლებს ვურჩევ აუცილებლად ნახეთ ამ შედვერის ვიდეოვერსია. ნახეთ როგორი კონცენტრირებული და მიზანმიმართულია . "კეთილი და მიმნდობი ადამიანი"თითქოს 30 წლით გაახალგაზრდავდა, არანაირი ხელის კანკალი და სიბერის ნიადაგზე გაფანტული მზერა, არანაირი ღიმილი სახეზე. მოკლედ, ასეთს მას სხვაგან ვერსად იხილავთ.
ამ ტექსტის განსაკუთრებით გენიალურ ნაკვეთებს ცოტა მოგვიანებით ცალკე პოსტების სახით შემოგთავაზეთ და სხვა რა საქმე გვაქვს, დავჯდეთ და ჩვენც გავხდეთ აზროვნების მარგალიტების თანაზიარნი. This post has been edited by დათიკო on 7 Jan 2011, 17:04
|