#23339911 · 7 Jan 2011, 17:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა . მან ეპისტოლეში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენა. "ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა _ საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა. "იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ, მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა. ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც", - ბრძანა უწმინდესმა.
--------------------
ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური გუნდი - ლივერპული. პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი - ფედერერი.
|