#23349675 · 8 Jan 2011, 02:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერების არსი ვლინდება ფუნდამენტურ დუალიზმში, სადაც აისახება თანამედროვე ან ოდესმე არსებული ცივილიზაციების ისტორიული გეოგრაფია ან გნებავთ, გეოგრაფიული ისტორია. (ეს არ არის სიტყვების თამაში). ფორმულებად ეს გამოვლინდება თალასოკრატიასა (საზღვაო მმართველობა) და თელუროკრატიაში (სახმელეთო მმართველობა). ეს ცნებები არ უნდა აღვიქვათ მათი პირდაპირი მნიშვნელობით.
ანუ, თელუროკრატიის ქვეშ მოიაზრება ქვეყანა-სივრცის მდგრადობით. ფსიქოსოციალურ არქეტიპებში ეს ვლინდება კონსერვანტიზმად, არქაიზმად, კოლექტივიზმად, სტატიკურობად, იერარქიად და მკაცრ ნორმატივებად და ინსტიტუციებად.
თალასოკრატიის ქვეშ მოიაზრება ცივილიზაცია-არამდგრადი სივრცით. ამ შემთხვევაში პარადიგმებად გვაქვს დინამიზმი, ინდივიდუალიზმი, ინოვაცია, იმპროვიზაცია და ეთიკური ნორმების ფარდობითობა.
ჭიდილი თალასოკრატიას და თელუროკრატიას შორის მიმდინარეობს უხსოვარი დროიდან. იგივე პუნიკური ომები, რომის გაყოფა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და რენესანსი, ძველი სამყაროს სტრ. მეტიც, ბრძოლას თელუროკრატიას და თალასოკრატიას შორის ადგილი შეიძლება ჰქონდეს თავად მოცემული ქვეყნის შიგნით-რაც ნათლად წარმოჩინდა ათასრვაასოთხმოცდარაღაცა წლების დროს იაპონიის გრანდიოზულ რეფორმირებით-ე.წ. ,,მეიძის განთიადით" იმპერატორ მუცუჰიტოს ტახტზე ასვლისას.
დღესდღეისობით უდიდეს თალასოკრატიად მოიაზრება ჩრდილოეთი ამერიკა+ევროპა+ავსტრალაზია (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია). უდიდესი თელუროკრატიაა ევრაზია (რუსეთი+ჩინეთი).
ეს 1%. დანარჩენი 99% თავად მოიძიე.
This post has been edited by ქაფქიანა on 8 Jan 2011, 02:15
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|