#23376033 · 9 Jan 2011, 20:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ასეთი რამ შემემთხვა. 2 წლის წინათ დამიჭირეს დანის უკანონო ტარებაზე და მქონდა სასამართლო და დამაკისრეს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. დროულად გადავიხადე ყველაფერი, სასჯელი სისხლის სამართალში ითვლება და მაინტერესებს ნასამართლეობა მეთვლება თუ არა. და ხელს შემიშლის თუ არა მე ეგ ფაქტი კარიერის ვარიანტში? ან საზღვრის გადაკვეთაში და ვიზებთან დაკავშირებით. ვინაიდან ვარ მეზღვაური და მიხდება უამრავი ქვეყნის ვიზის აღება.... დამეხმარეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ.
მუხლი 238(1) პრიმა. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (29.12.2006 N 4213) 1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
აი ეს მუხლია ზუსტათ.
--------------------
Wish you were here...
|