
კაისერისპორი გახლავთ თურქეული კლუბი ქალაქ კაისერიადნ, რომელიც თამაშობს თურქეთის სუპერლიგაში. კლუბი დაარსდა 1966 წელს. საშინაო მატჩებს კაისერისპორი ატარებს "კადირ ჰას არენაზე", რომელიც იტევს 32 864 მაყურებელს.
მთელი ისტორიის მანძილზე კლუბს ერთხელ აქვს მოგებული თურქეთის მეორე დივიზიონი. რაც შეეხება თასებს, კაისერს 2008 წელს მოგებული აქვს თურქეთის სუპერთასი და ამავე წელს მოიპოვა ვერცხლის მედლები თურქეთის სუპერთასის ფინალში. ევროტურნირებზე კაისერისპორის წარმატება 2006 წლით თარიღდება, როცა კლუბმა ინტერტოტოს თასი მოიგო.
ამჟამად კაისერისპორს ჩვენთვის კარგად ნაცნობი შოთა არველაძე წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 ქულას მოუყარა თავი. ამჟამად კაისერისპორი 4-ე ადგილზე იმყოფება და სატურნირო ცხრილის ლიდერ ბურსასპორს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა თურქეთის მოქმედ ჩემპიონებს კაისერზე 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კაისერისპორში თამაშობს ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი მარსელო ზალაიეტა, რომელიც არაერთი წლის მანძილზე ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. წლეულს ნალჩიკის "სპარტაკიდან" კაისერში გადმოვიდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ასევე კაისერში თამაშობს პარაგვაელი ნახევარმცველი ჯონათან სანტანა, რომელიც პარაგვაის ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო წასული.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:

ეს კი გუნდის 2010/11 წლების სეზონის ფორმა:

რაც შეეხება სტადიონს, როგორც უკვე მოგახსენეთ, კასერისპორი საშინაო მატჩებს კადირ ჰას არენაზე ატარებს. სტადიონი 2009 წლის 8 მარტს გაიხსნა და უეფას მიერ 4 ვარსკვლავი მიიღო. პირველ საერთაშორის მატჩს სტადიონმა 2009 წლის 5 სექტემბერს უმასპინძლა, როდესაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ესტონეთს უმასპინძლა. ამას გარდა, 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის თურქეთში ჩატარების შემთხვევაში, მატჩები ამ სტადიონზეც ჩატარდება.

__
თუ ვინმეს რამე დასამატებელი გაქვთ, შეგიძლიათ დაპოსტოთ თემაში

ისე კი წარმატებები ვუსურვოთ შოთას და ალექსანდრე ამისულაშვილს

იმედია ამ წელს ევროტურნირებზე მოახვედრებენ გუნდს
This post has been edited by GreenWestHam on 20 Sep 2010, 19:07