1 ყოველი სიბრძე უფლისგან არის და მასთანაა საუკუნოდ
2 უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა
.
3 უფლის შიშა სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით
4 სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში. მშვიდობის მყოფელი და გამკუნებელი ასაყვავებლად.
5 ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას.
6 თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მათ
7 ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას
პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს
8 თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გაცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით
9 გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს
10 რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი
11 რადგან ოქრო ცეცხლში გამოცდება, უფლის სათნონი კი მორჩილების ქურაში
12უფლის მოშიშნო მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით რათა არ დაეცეთ
13 გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ; ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო?
14 ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს ორი გზით მავალთ
15 უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ
16 უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაამდაბლებენ
17 ჩავარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა
18 მე მამას მისმინეთ შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ
19 მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს
20 როგორც ბატონებს ისე დაემორჩილეთ თავის მშობლებს
21 რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დამდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი
22 შენ მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია
23 რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება
24 გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს
25განსაცდელი ქედმაღლისთვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.
26 წყალობისთვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის
27 ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმესიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე
28ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთნე და ამიტომაც არ მიმატოვებს
29 ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი
30 დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით
უმწიკვლოდ მავალი ღარიბი-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარსა
ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფლას ემდურის
სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის
ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყულის მთქმელი თავს ვერ იხსნის
ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ ადამიანთან მეგობრობა სურს
ღარიბიღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან, ხვეწნა ვედრება არ გადის მათთან
სიბრძნის მომხვეჭელს თავის თავი უყვარს, ჭკუის შემნახელი სიკეთეს ჰპოვებს.
ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყულის მთქმელი თავს ვერ იხსნის