მოკლედ, მარსელის კითხვა დავიწყე და რამდენიმე გვერდის მერე გამოთვლებში შეცდომები შევამჩნიე. ჰოდა, იმის მერე ყველაფერს ეჭვის თვალით ვკითხულობ.
ახლა მინდა ქიმიკოსებს დახმარება და ჩემი გამოთვლების გადამოწმება გთხოვოთ.
მოკლედ, ვისაც არ წიგნი არ წაგიკითხავთ და ფილმი არ გინახავთ, ასეთი მომენტია: ცდილობს წყლის "გაკეთებას". ჟანგბადის პრობლემა არა აქვს, მაგრამ წყალბადის მოპოვება უჭირს.
მერე ამბობს, რომ აქვს ნივთიერება ჰაიდრაზინი (არ ვიცი ქართულად ზუსტად რა ქვია - Hydrazine), რომლის მოლეკულაც 4 წყალბადის ატომს შეიცავს, ამიტომო ერთი ლიტრი ჰაიდრაზინიდან 2 ლიტრ წყალს გავაკეთებო (4 ატომი წყალბადი 2 წყლის მოლეკულას გვაძლევს, ანუ ერთი ჰაიდრაზინის მოლეკულა ორ წყლის მოლეკულას მოგვცემსო). ამის მერე მოლეკულები ერთი ერთზე გადაყავს ლიტრებში.
სკოლაში ქიმია ცუდად ნამდვილად არ ვიცოდი. მართალია წლებია არ მივკარებივარ, მაგრამ მოლეკულის მოცულობაზე პირდაპირი გადაყვანა დაახლოებით ისეთ გამოთვლად მომეჩვენა ერთ ლიტრ წყალს რომ ერთი ლიტრი შაქარი დაამატო და თქვა ორი ლიტრი შაქრიანი წყალი მაქვსო.
ჰოდა, დავგუგლე ინფორმაცია, მერე მე თვითონ გამოვითვალე და ახლა მინდა გთხოვოთ, რომ გამოთვლები შემიმოწმოთ.
მოკლედ, დავიწყოთ ჰაიდრაზინით და გამოვითვლოთ ერთი ლიტრი რამდენ მოლეკულას შეიცავს.
ეს ფორმულა ვიპოვნე: მოლეკულების რაოდენობა = მოცულობა * სიმკვრივე * მოლური მასა * ავოგადროს რიცხვი (6E+23)
ჰაიდრაზინის მონაცემებია: სიმკვრივე - 1.02 გ/სმ^3 და მოლური მასა - 32 გ/მოლი
ჩემი გამოთვლებით ერთ ლიტრ ჰაიდრაზინში არის 2E+25 მოლეკულა (1.02 * 32 * 6E+23), რაც ამაზე 4-ჯერ მეტ წყალბადის ატომს (8E+25) გვაძლევს.
იმის გამო, რომ წყალს წყალბადის ორი ატომი ჭირდება, ერთი ლიტრი ჰაიდრაზინიდან (ჟანგბადის დამატების მერე) 4E+25 წყლის მოლეკულას მივიღებთ.
ახლა გამოთვლები პირიქით უნდა ჩავატაროთ, რომ მოლეკულები წყლის მოცულობაში გადავიყვანოთ. წყლის მონაცემებია: სიმკვრივე - 1გ/სმ^3 და მოლური მასა - 18 გ/მოლი
მოცულობა = მოლეკულების რაოდენობა / სიმკვრივე / მოლური მასა / ავოგადროს რიცხვი, რაც 4E+25 წყლის მოლეკულის (ანუ, ერთი ლიტრი ჰაიდრაზინის) შემთხვევაში 2-ს კი არა და 3.6 ლიტრ წყალს გვაძლევს.
კომპეტენტურო ქიმიკოსებო, შეგიძლიათ გამოთვლები გადამიმოწმოთ და მითხრათ რამე თუ მეშლება?
წინასწარ დიდი მადლობა