Bendela Cup - ბენდელას თასი
OFFTOPIC:ხვალიდან “ბენდელას თასი” იწყება. აფხაზეთში გმირულად დაღუპული ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენოსნის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს. ტურნირი განსხვავებულია იმისგან, რაც ადრე ტარდებოდა. მატჩები სტანდარტულ მოედანზე გაიმართება და გეოგრაფიაც გაფართოვებულია – ჯგუფური შეხვედრები ურეკში, ზესტაფონში, რუსთავში და თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება. კერძოდ, ეს სტადიონებია თემქაზე სპორტკომპლექს “შატილის” (ადრე “სიხარული” ერქვა) და 35-ე საფეხბურთო სკოლის. ტურნირის ორგანიზატორები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, რომლის პირველკაციც, მოგეხსენებათ, “ბენდელას თასის” ყოფილი გამარჯვებული დავით კირკიტაძეა. ტურნირზე 10 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 5 უმაღლესლიგელია – ეგაა, “ზესტაფონი”, თბილისის “დინამო” და “ვიტ ჯორჯია” დუბლებით ითამაშებენ. ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა, რომლებიც 4 თებერვალს ნახევარფინალში ითამაშებენ, 6 თებერვალს კი, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ამ ბოლო ოთხივე მატჩს რუსთავის “ფოლადი” უმასპინძლებს. |
===========================================================
ა ჯგუფი:
“ზესტაფონი”,

თსუ,

“სპარტაკი” (ცხინვალი),

“მერანი” (მარტვილი),

“ივერია” (ხაშური).
ბ ჯგუფი:
“დინამო” (თბილისი),

“გაგრა”,

“იმედი” (რუსთავი),

“ზოოვეტი”,

“ვიტ ჯორჯია” (თბილისი).
===========================================================
21 იანვარი15:00. ურეკი. სპარტაკი–მერანი
23 იანვარი12:00. რუსთავი. ზოოვეტი-იმედი;
14:00. ზესტაფონი. ზესტაფონი–ივერია;
14:30. რუსთავი. დინამო–ვიტ ჯორჯია
25 იანვარი12:00. თბილისი. ზესტაფონი-სპარტაკი;
12:00. ზესტაფონი. მერანი-ივერია;
12:00. რუსთავი. გაგრა-ვიტ ჯორჯია;
14:00. რუსთავი. დინამო-ზოოვეტი
26 იანვარი14:00. თბილისი. თსუ-სპარტაკი
27 იანვარი12:00. რუსთავი. ზესტაფონი-გაგრა;
14:30. ზესტაფონი. ზესტაფონი-თსუ;
14:30. რუსთავი. იმედი-დინამო
30 იანვარი12:00. ზესტაფონი. მერანი_თსუ;
12:00. რუსთავი. გაგრა-იმედი;
12:00. თბილისი. ივერია-სპარტაკი;
14:30. რუსთავი. ზოოვეტი-ვიტ ჯორჯია
2 თებერვალი12:00. რუსთავი. გაგრა-იმედი;
14:00. ზესტაფონი. ზესტაფონი-მერანი;
14:00. თბილისი. თსუ-ივერია;
14:30. რუსთავი. ზოოვეტი-ვიტ ჯორჯია
===========================================================
OFFTOPIC:საინტერესოა, რომ ქულების დარიცხვის სისტემაა შეცვლილი. დიდი ანგარიშით მოგებაზე 4 ქულაა და ჯგუფში არც ერთი მატჩი არ დასრულდება ფრედ. თუ ასე მოხდა, პენალტები დაირტყმება (დამატებითი დრო არ იქნება) და პენალტებით მოგებულ გუნდს არა 3, არამედ 2 ქულა დაერიცხება. ტურნირის დასრულებისთანავე დაჯილდოვდებიან როგორც გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელებიც.
|
===========================================================
პ.ს. თემქაზე გასამართ შეხვედრებს დავესწრები
თუ მოვახეხრე
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 20 Jan 2011, 23:48