თქვენი რჩევა მაინტერესებს:
აი,რამეს ხომ ვაკეთებ,ვმუშაობ,ველოდები და უცებ,რომ რამე ისე არ არის ან რაიმე შემაფერხებელი გაუთვალისწინებელი ხდება ეგრევე ვისტრესები,ანალიტიკურ,გამოსავლის ძიების და გაუთვალისწინებელი შედეგების ლიკვიდაციის უნარს არ ვკარგავ და არც იმ საქმეზე კონცენტრირება არ მიჭირს,მაგრამ სხვა საქმეებზე ვეღარ ვერთვები და ვეღარ ვაკეთებ ვერაფერს იმ ერთის გარდა.
ანუ სტრესისას multi tasking არ გამომდის,პარალელურად გარდა დასტრესილ საქმეზე ფიქრისა და მუშაობისა ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
ეს ძალიან მიშლის ხელს მუშაობაში.
როგორ ფიქრობთ,როგორ უნდა გამოვასწორო ეს?