გამარჯობათ ძვირფასო ფორუმელებო

ერთ ერთ თემაში , მე და ორი პატივცემული ფორუმელი ვსაუბრობდით ფრანგული
Space კოლექტივის მუსიკაზე , და მე ერთ პოსტში დავწერე რომ ყოველთვის მომწონდა იმ დროის ელექტრონული მუსიკა და როდესაც ვუსმენდი
Space და ცნობილ ფრანგ კომპოზიტორ
Jean Michel Jarre-ს , მინდოდა ხოლმე საკუთარი კომპოზიციების შექმნა , იგივე ( ან მიახლოვებულ ) სტილში. მაგის გამო ვიყიდე ძველი სინთეზატორი Roland D50 ( 1987 წლიანი , ნახევრად ცოცხალი ) , ჩემს დას გამოვართვი სამოყვარულო სინთეზატორი Yamaha PSR E203

, ინტერნეტიდან გადმოვწერე პროგრამა Cool Edit Pro 2.0 - ხმის დამუშავებისთვის , Techno 4 - არანჟირებისთვის და ძირითადი მელოდიის დასაწერად , გენერატორებში , და დავიწყე სამოყვარულო დონეზე ალბომის ჩაწერა . ( ეს პროგრამები უყო შერჩეული კომპიუტერული პარამეტრების გამო , ვინაიდან ჩემი კომპიუტერი სუსტია , ვიპოვე გამოსავალი ამ პროგრამების მეშვეობით )
მოკლედ 2008 წლიდან სულ დავწერე 9 კომპოზიცია .
ფორუმელებმა მირჩიეს ალბომის გაზიარება , რასაც ახლა გავაკეთებ
არ იყო გამოყენეგული სხვისი მელოდიები ან სემფლები , ყველაფერი დაწერილია ჩემს მიერ - თავიდან - ბოლომდე.
ცნობისთვის
Space კოლექტივის სუყველაზე ცნობილი ჰიტი. ეს იყო მთავარი მიზეზი , რის გამოც ყველაფერი დაიწყო ჩემს სამოყვარულო მოქმედებაში.
ცნობისთვის
Jean Michel Jarre-ს ერთ ერთი სუყველაზე ცნობილი ჰიტიც
და ჩემი ალბომი
Back To The 80's (2008 - 2010)

1. Intro - 0:51
2. Back To The 80's - 4:18
3. Autumn Holiday - 4:17
4. Alien's Love Story - 2:55
5. You Must Remember - 4:17
6. 6'th Vision - 3:35
7. For Kids - 3:44
8. The Memories 5:31
9. Outro 1:56
ფორმატი mp3 - 320 კბ/წ
დრო 31:30
არქივის ზომა ~ 55 მბ
ატვირთულია bin.ge-ზე
Back To The 80'sწინასწარ მაპატიეთ სამოყვარულო ჟღერადობისთვის
და ყველას ვუხდი დიდ მადლობას ყურადღებისთვის.
ემილი
This post has been edited by EmilEn on 3 Jan 2011, 15:03