როგორ გააგდებინა მოედნიდან ცხადაძემ ხორვატი ოტო ბარიჩისაფეხბურთო ისტორიას არა ერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მატჩის დროს, ერთი გუნდის ფეხბურთელს მეორესთვის შეუფურთხებია, ან იგივე, მსაჯისთვის გაუკეთებია, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანს, კახა ცხადაძეს თავს ძალიან უცნაური რამ გადახდა.
მასთან დაკავშირებულ ისტორიას, უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა football.sport.ua იხსენებს:
“სრულიად უნიკალურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 1993-1994 წლების სეზონში უეფას თასზე, გერმანულ “აინტრახტსა” და ავსტრიის “კაზინოს” შორის მატჩის დროს. შეხვედრის არბიტრმა, რუსმა სერგეი ჰუსაინოვმა გადაწყვიტა, უმნიშვნელო ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიეცა “აინტრახტის” ფეხბურთელისთვის, რომელიც ტურნირზე მისთვის მეორე იქნებოდა. “აინტრახტის” მცველმა, ქართველმა კახაბერ ცხადაძემ, რომელსაც მანამდე მოსკოვის “დინამოსა” და “სპარტაკში” ჰქონდა ნათამაშები, ჰუსაინოვს დაუძახა: “გრიგორიჩ”, გთხოვ, არ გინდა!”. იგი დარწმუნებული იყო, რომ ნათქვამის აზრს ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელი, ოტო ბარიჩი რომ ხორვატი იყო და ცოტა რუსულიც იცოდა. ბარიჩი სარბენ ბილიკებთან “მიიჭრა” და არაორაზროვნად დაიძახა: “რუსიშეს შვაინ”. ცხადაძემ მწვრთნელს მისთვის ნაცნობ მსოფლიოს ყველა დიალექტზე უპასუხა, ხოლო ბარიჩმა შეაფურთხა. ჰუსაინოვმა “კაზინოს” თავკაცი სათადარიგოთა სკამიდან მაშინვე გააძევა”.
=====
=====
=====
წყარო:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=15324&lang=1
მიმაგრებული სურათი