ერთ კლიპს ვეძებ, მუსიკის არც ტექსტი მახსოვს არც სათაურის რაიმე ფრაზა, მხოლოდ კლიპის შინაარსი და დამახასიათებელი ნიშნები მახსოვს: ძალიან მაღალი შავთმიანი ბიჭია მთავარი გმირი კლიპში, წვერი აქვს მხოლოდ ნიკაპზე და ჭყუტუნა თვალები აქვს. სულ კლუბებში იჩითება სცენები და ცეკვავს, ერთობა, ხან სურათებს იღებენ მასთან ასეთი მაღალი რომ არის, მერე ტაქსიში ჯდება და მძღოლს იგივე მელოდია აქვს ჩართული რისი კლიპიცაა, და ჩაუწევს მუსიკას, მაგრამ ეს ბიჭი ხმას ააწევინებს,თან თავს აყოლებს და პონტშია რა, მთელი კლიპის მანძილზეც ხომ ამ მუსიკაზე ცეკვავს და მთელი ამბები..... ხოდა კლიპის სიუჟეტს ჩაერთვება ხოლმე თვითონ მომღერალი ცალკეულ ფრაგმენტებად: კაფეში ზის ფაიფურის თოჯინასავით ნაზი და პრიალა ქალი, შავი თმა აქვს კარეზე შეჭრილი და კოქტეილს სვამს მაღალი გამჭვრივალე ჭიქიდან ყვითელი საწრუპით....ჰოდა თუ ვინმე მიხვდით რომელ კლიპზე და სიმღერაზე ვამბობ, დამილინკეთ რააა, გთხოვთ... დაახლოებით 1998-2000 წლების ჰიტი იყო, როგორც მახსოვს, ძალიან საკაიფო მუსიკაა და მინდა ძალიან, ვერაფრით ვიხსენებ
ადვოკატის გარეშე ხელს არაფერს მოვაწერ.