სქემა მარტივია: იბეჭდება ხელშეკრულება, რომელსაც თან ერთვის პირადობის მოწმობა. ადამიანი რეალურად მართლაც დასაქმებულია, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელს არ აწერინებენ, რადგან გადასახდელ თანხად უფრო მეტს უთითებენ, ვიდრე რეალურად უხდიან.
ზოგჯერ გადასახდელად მითითებული თანხა ორჯერ, სამჯერაც კი აღემატება რეალურად შეპირებულს. როგორც წესი, ხელშეკრულებაზე ხელს დაქირავებულის ნაცვლად თვითონ აწერენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ ობიექტზე დაახლოებით ათი–თხუთმეტი ხელოსანი მუშაობს, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, დაახლოებით რა თანხას „ტეხავენ“ ფირმები.
ისე, საინტერესოა, მაკონტროლებელ ორგანოებს რატომ არასოდეს უჩნდებათ სურვილი, ხელშეკრულებებზე დასმული ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვონ? ხომ აეხდებოდა ფარდა დიდ მაქინაციას, ბიუჯეტიდან თანხის მოპარვას და „გათეთრებას“? შესაბამისად, სოსო თოფურიძეს კიდევ ერთი ბრიფინგის ჩატარების საშუალება მიეცემოდა და მრისხანე სახითა და ხმით გვამცნობდა, რომ სამართალდამცველებმა ფულის გათეთრების სქემა გაშიფრეს და მაქინატორები დააკავეს....
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2716