გამარჯობათ.

სისხლის წნევას ვცდილობ გავიგო და ანტაგონისტურ რაღაცებს ვაწყდები .
გთხოვთ ამიხსნათ ის კითხვები რაც დამებადა

როგორც ვიცით;
სისხლის წნევა იცვლება : CO,სისხლის მოცულობის და სისხლის მიმოქცევის წინააღმდეგობის(resistance to blood flow), ცვლილებასთან ერთად.
" Blood pressure is determined by CO,blood volume and resistance to blood fow"
გთხოვთ გამცეთ პასუხი ჩემს კითხვებზე:
1)CO ზრდასთან ერთად რატომ მატულობს სისხლის მიმოქცევის სისწრაფე?
2) სისხლის მიმოქცევის სისწრაფის გაზრდით რატომ იზრდება სისხლის წნევა?
როგორც ვიცი:
სისხლის მოცულობა პირდაპირ კავშირშია სისხლის წნევასთან.
როდესაც იზრდება სისხლის მოცულობა იზრდება წნევაც.
3)მაგრამ, როდესაც გვაქვს ედემა და სისხლიდან ქსოვილებში წარბი წყლის გადასვლა , ამ დროს ხო მცირდება სისხლის მოცულობა(რადგან სისხლს აკლდება წყლის რაოდენობა) და შესაბამისად ხომ მცირდება სისხლის წნევა... მაგრამ რატომ ხასიათდება ედემა სისხლის მაღალი წნევით?
4) რატომ,რა მექანიზმით ზრდის სისხლის მიმოქცევის წინააღმდეგობა (resistance to blood flow) სისხლის წნევას ?
ხანდახან კარგ ლექსს შეუძლია ისეთივე სამსახური გაუწიოს რომელიმე საშუალო რომანს,როგორც ქონის პაწია ნაჭერმა მჭლე ძეხვს.
მონასტრის კედლებში ბერი ორი კვერცხის საფასურიც არ ღირს ,მის კდელებს გარეთ კი სამ ათეულ კვერცხსაც არ დაინანებს კაცი(latinuri gamotqmaa)