გამარჯობა
დილერს გადავუგზავნე ფული და თქვენი დახმარება, რჩევა მჭირდება ძალიან ვინც ერკვევით ამ მოდელში.
ე.ი. მანქანა არის 2005 წლიანი, 70000მილის გამავლობით, 3.3 მატორზე, 4x4. იდეალურ მდგომარეობაში. დილერი ჩემი ასევთქვათ შორეული ნაცნობია, ერთი საერთო ძალიან ახლობელი ადამიანი გვაკავშირებს რომელიც ამერიკაშია თვითონაც და ვენდობი.
ფული გადაგზავნილი მაქვს უვკე და მიპოვა ეს მანქანა. ფასი 11000$ ადგილზე + 1000$ ფოთამდე და + 1500$ განბაჟება.
ამჯერად რისი საშუალებაც მაქვს ეს არის 11500$ (ანუ 1500$ მაკლდება, 10000 გადაგზავნილი მაქვს). თვითონ მეუბნება რომ ძალიან კარგი მანქანა არის, მაგ მხრივ ვენდობი. ვალების აკიდება ძალიან არ მინდა, ეხლახანს ამოვძვერი ვალებიდან და ამ სიტყვის გახსენებაც არ მინდა. ("ხაწია" თვითონ იხდის 1000$ ტრანსპორტირების ფოთამდე)
ეგეთი ვარიანტებია:
1) უკვე ნაყიდი მანქანა ისევ გავყიდით იქვე (თვითონ დილერი იზავს ამას) და სხვა მანქანის ძიებას დავიწყებ
2) მანქანა რომ ჩამოვიყვანო აქ, ანუ ტრანსპორტირებით მიჯდება სადღაც მაქსიმუმ 12200$ განბაჟების გარეშე. შემდეგ +1500$ განბაჟება.
მაინტერესებს რომ გამოვაგზავნინო მანქანა აქ რამდენად გავყიდი ყველაზე ცუდ ვარიანტში, ანუ ფასები ვინც იცით თქვენი რჩევა და აზრი მჭირდება ძალიან. 12200$ თU მიჯდება თბილისამდე განბაჟების გარეშე, იგივე თანხით რაც ზემოთ დავწერე ამ მოდელის და მდგომარეობაში მყოფ მანქანას თუ გავყიდი ბაზრობაზე, რამე რომ იყოს ვალებში რომ არ გადავარდე ისევ. არადა მანქანა მართლა ძალიან მომეწონა..
ყველაფერი მაინტერესებს ამ მანქანის შესახებ.. თქვენ აზრს თU გამანდობთ დიდი მადლობელი ვიქნები, მალე უნდა ვუთხრა პასუხი გამოაგზავნოს თუ არა და ეხლა ვყოყმანობ საშინლად, ვერ გამომაქ მტკიცე გადაწყვეტილება..
რა ვთქვა სხვა... Thanks in advance
P.S. მოდერ მიცოცხლე 2-3დღე თემა, ვიცი იქნება მსგავსი თემები 10000, მაგრამ ეხლა ასევთქვათ ფორსმაჟორში ვარ..
This post has been edited by Metamorphosis on 12 Jan 2011, 01:36
Echoe From The Past...