ყველამ კარგად ვიცით, რას წერს პავლე ტიმოთეს: "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად," ამას, როგორც წესი, მივიჩნევთ რომ ძველ აღთქმაზეა ნათქვამი და ალბათ ასეც არის...
ახლა ვნახოთ მცირე ნაწყვეტი მორმონის წიგნიდან, ნეფიას მე-2 წიგნი, თავი 29
7. ნუთუ არ იცით, რომ ხალხები ერთი კი არა უამრავია? არ იცით, რომ მე, უფალმა ღმერთმა თქვენმა შევქმენი ყველა და მე მახსოვს ისინი, რომელნიც კუნძულებზე ცხოვრობენ; მე ვარ მეუფე ზეცაში და მიწაზე, ჩემი სიტყვა მიმაქვს კაცის ძეებთან და დედამიწის ყველა ხალხთანაც კი.
8. ნეტავ რატომ ბუზღუნებთ, იმიტომ რომ ჩემგან მეტ სიტყვას მიიღებთ? ნუთუ არ იცით, რომ ორი ერის მოწმობა გიდასტურებთ რომ მე ღმერთი ვარ, ყველა ერი მახსოვს ზუსტად ერთნაირად? ამიტომ ერთსა და იმავე სიტყვებს ვეუბნები როგორც ერთ ერს, ისე მეორეს; და როცა ისინი შეერთდებიან, ორი ერის მოწმობაც ერთად იღაღადებს.
9. ამას ვაკეთებ რათა ყველას ვაჩვენო - მე უცვლელი ვარ გუშინ, დღეს და უკუნისამდე; და ჩემს სიტყვას ვიძლევი საკუთარი ნებისამებს. ერთი სიტყვა თუ ვთქვი, განა უნდა იფიქროთ, რომ მეორეს ვეღარ ვიტყვი? საქმენი ჩემნი არ დასრულებულა, არ დასრულდება კაცთა აღსასრულამდე, მას მერე და უკუნითი უკუნისამდე.
10. და რადგან გაქვთ ბიბლია არ უნდა იფიქროთ, რომ იქ ჩემი ყველა სიტყვაა თავმოყრილი. ნურც იმას იფიქრებთ, თითქოს არ დავუშვი უფრო მეტიც დაწერილიყო.
11. რამეთუ მე ვუბრძანებ ყველა ერს - აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში, ზღვის კუნძულებზე - რომ ჩაიწერონ სიტყვა, რასაც ვაუწყებ; რადგან ყველა დაწერილი წიგნებით მე გავასამართლებ ქვეყნიერებას, თითოეულს საქმეთა მიხედვით, როგორც დაწერილია. აბა, რას ფიქრობთ