#23882331 · 7 Feb 2011, 17:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველამ კარგად იცით, რომ ოთხშაბათს, 9 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის პირველ შეხვედრას გამართავს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მართალია, მატჩი ამხანაგურია, თუმცა კავკასიური დერბი ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან ჩვენთვის ყოველთვის "ამხანაგურზე" უფრო მეტია! ამიტომაც აღნიშნული მატჩი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ქართველ ქომაგებში და ყველა მათგანი გამარჯვების მოლოდინშია. ქართული სპორტის ქომაგები ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ და ერთად შევიკრიბებით ჩვენი ფეხბურთელების საქომაგოდ. შეკრების ადგილად კი ბარ-რესტორანი "კალიფსო" ავირჩიეთ, რომელიც თამარაშვილის 17 ნომერში მდებარეობს (ვაკე-საბურთალოს გზის დასაწყისში, ყაზბეგის გამზირთან). ვინაიდან მატჩი 17 საათზე იწყება, ჩვენ შევიკრიბებით თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, 16:30-ზე. ყველა მსურველს, მათ შორის მათაც, ვინც ჯერ არ არის ჩვენი ოფიციალური წევრი, თავისუფლად შეუძლია შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად უქომაგოს ქართველ ფეხბურთელებს. ვისაც სურვილი გექნებათ ლუდისა და მასთან მისაყოლებელი რამე-რუმეების მიირთმევის, თან იქონიეთ გარკვეული თანხა. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქომაგთა გაერთიანების ორგანიზატორებს: 855 999222 - ბასა ბუაჩიძე * * * მადეირ დახურე რა ეს თემააააააააააააააააა
This post has been edited by buachidze5678 on 7 Feb 2011, 18:11
--------------------
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.
|