მე ძა;იან მომწონს ეს ჟანრი.
სტრუგაცკები, ბრედბერი - განსაკუთრებით>
ბევრს არ მიაჩნია სერიოზულ ლიტერატურად.
მე კი მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და რთული ჟანრია.
მემოგრაფი
ზე–ციური მატერიკი
XXX kvira.XXV dge
მატერიკს დღითიდღე უფრო მძალვრად უტევს დიუნა.
თითქმის აღარ დარჩა სუფთა მიწები.
რასაც ცდილობენ და ინარჩუნებენ აფეთქებამდელი მეთოდებით, ისიც ვეღარ უძლებს რადიაციას.
ტერაკონსერვაციებს აზრი აღარ აქვს.
ეს ნიშნავს, რომ მამაჩემის სამსახური საცაა დაიხურება.
ეს ნიშნავს, რომ შედარებით სუფთა, საკვებადვარგის ორგანიკას ვეღარ შევიძენთ.
პერსპექტივა – ან მუტაცია, ან ადაპტაცია.
ან კკპ*–პროგრამაში ჩართვა.
არის კიდევ ეკოპოლისზე არალეგალად მოხვედრის შანსი. ოღონდ ამას დიდი ფული სჭირდება და შანსიც 50/50–ზეა.
ხალხი სავენტილაციო ტურბინებიდან შეჰყავთ და ათიდან ხუთ შემთხვევაში დრო არასწორადაა გათვლილი – ამუშავებული სავენტილაციო ტურბინები ხორცსაკეპივითაა. თუ მაგ დროს მოხვდი, სტერილურ, გაფილტრულ ფარშად წამის მეათედში იქცევი.
ისე, უმტკივნეულო სიკვდილია, ბევრი რისკავს.
მოკლედ – ან ეკოპოლისი, ან ფარში. აქ კიდე 10–15 წელი და რა დაიწყება, კაცმა არ იცის...
XXX kvira.XXV Idge
ჩემებს ველაპარაკე.
კკპ*–ში ჩართვას და მარშრუტის რეგისტრაციას ვაპირებ.
ახლა კოსმომობილებს უპრობლემოდ არიგებენ. იქნებ ხეტიალისას ვინმე წააწყდეს საარსებო მინიმუმის პირობებს სადმე – პლანეტაზე, ან რამე მყარ სხეულზე, სადაც ევაკუაციას შეძლებენ.
მამაჩემმა თქვა, არ ღირს, ისევ აქ დაველოდოთ ერთადო.
ისიც თქვა, როგორც ათი წლის წინ, ახლაც ხელ–ფეხით აზროვნებ და არა ტვინითო.
დედაჩემმა რაღაც გაიფიქრა, ისე ჩუმად – ვერც გავიგონე.
შლდემ თქვა, ან მეტეორების წვიმა მოგიღებს ბოლოს, ან დასხივებაო.
ბევრიც არაფერი ესმის მაგას. პროცენტულად უფრო მეტი კოსმომობილი დაშვებისას ნადგურდება და თუ კატაპულტირება ვერ მოასწარი, კაფსულაში ისე ჩაიწვები, როგორც ტაფაზე.
მაგრამ მე –მოვასწრებ!
მეტეორების წვიმასაც ვიცი, როგორ დავაღწიო თავი.
ანტიგრავიტაციულ გამაძლიერებლებს დავუყენებ აპარატს და ეგაა. პაპაჩემმა მასწავლა.
კუდ*–ი კრძალავს აგგ*–ს. ცენტრთან კავშირს აფერხებსო, მაგრამ მაგათთან კავშირის გარეშეც გავიგნებ გზას. თან ხო ვიცი, სინამდვილეში კონტროლის დაკარგვის ეშინიათ. ეგ არაფერი, გალაქტიკის რუკასაც პაპა მომცემს.
არ დავიკარგები.
XXX kvira.XXVIIIdge
ბებერმა იცის თავისის საქმე.
მომცა რუკაც, დამაყენებინა გამაძლიერებლებიც და მარშრუტიც მომიხაზა. ასე თქვა, კუდში რო ვმუშაობდი მაგ პერიმეტრს განსაკუთრებით ვქექავდით და რაღაც გაუგებარი სიგნალებიც იყოო ( მომასმენინა კიდეც. + აუდიო მასალა
http://www.youtube.com/watch?v=kebg3P-QjD8)ორი ვარიანტია: ან მუქარაა, ან საკონტაქტო სიგნალი.
კონტაქტის დამყარების გალაქტიკათშორისი სემანტიკა წესით ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის უნდა იყოს ცნობილი, თუმცა, შეიძლება დაბალგავნითარებული, ან სხვა ფორმის და შინაარსისაა იქაურობა.
მოკლედ.
მარშრუტი მოვნიშნე.
ხვალ გავდივარ.
არ ვიცი, იქაც შევძლებ თუ არა მემოგრაფის გაგრძელებას.
ჩვენი მონაცემებით აზრის სიმძლავრე შეუზღუდავია...ვნახოთ...
XXX kvira.XIXdge
კაფსულა უსაფრთხოდ დაეშვა.
უცნაური პლანეტაა. ცისფერი.
ქრონომეტრი 2144 წლის II თვის 56-ე დღეს აჩვენებს.
ტექნიკური განვითარების მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია
კულტურული განვითარების მაჩვენებელი – მაღალი.
ახლა დაშვების წერტილს მოვნიშნავ, ბგერის სიჩქარეზე გადავერთვები და ატმოსფეროში შევალ.
ჩამოვედი.
ლოკაცია – სა ქარ თვე ლო
ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორისი მდებარეობა.
რელიეფი – რთული, ფსევდოკარტული, ანთროპოგენური.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობები – მიუხედავად უხეში მექანიკური ზემოქმედებების კვალისა – სახეზეა.
ჩვენს ცივილიზაციას არ გაუჭირდება აქაური ენდემური სახეობების აღდგენა და გამრავლება, ნამარხების და ნარჩენების გამოყენებით კლონირება.
მოსახლეობა - უცნაურები არიან! ერთად და ხმამაღლა ლაპარაკობენ.
ძლივს გავაგებინე რა მქვია.
შუბლზე თითს ვიჭერ, როგორც გალაკტიკათშორისი კომუნიკაციის ელემენტარული წესები ითხოვს, და ვეუბნები – აპტა. ა პ ტ ა.
ესენი კბილებს აჩენენ ( ასე ხშირად იქცევიან), გულზე ხელს იტყაპუნებენ და უცნაურ ბგერებს უშვებენ. ბგერებს – ყელის სიღრმიდან. მე ასე არ შემიძლია.
მონაცემებს მატერიკზე ვაგზავნი.
პასუხი იმწამს მიბრუნდება.
საკოლონიზაციო ოპერაცია სა ქარ თვე ლო დაიწყო.
მალე ისევ ერთად ვიქნებით მე, დედა,მამა, შლდე და პაპა.
აქაურების განვითარება, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ლიკვიდაცია, ან ზეციურ მატერიკზე მიგრირება (სავარაუდო ტოპონიმი – ზეციური სა ქარ თვე ლო)წლის მეათედში მოესწრება.
ჩვენ – გადავრჩით.