Mercedes-Benz G-Class იგივე G-Wagen ან მოკლედ რომ ვთქვათ Geländewagen არის გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz ის მიერ უგზოობისთვის შექმნილი ავტომობილი (cross-country vehicle). ავტომობილი შეიქმნა რათა ყოფილიყო გამძლე, სანდო და ძლიერი ოფროუდერი რაშიც მას გენიალური და მსოფლიოში საუკეთესი ბლოკირების დიფერენციალი ეხმარება. კომპანიამ ავტომობილზე მუშაობა მთავრობის შეკვეთით დაიწყო 1970 წელს და 9 წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა მისი სრულფასოვანი და დახვეწილი ვერსია. მისი შექმნის მთავარი მიზეზი გახლდათ German Army (გერმანული ჯარი) რომელსაც ესაჭიროებოდა მსუბუქი სამხედრო ავტომობილი. შემდგომში მთავრობამ არჩევანი შედარებით მცირე, ნაკლები შესაძლებლობების და იაფიან Volkswagen Iltis ზე ისევ და ისევ ფასის გამო შეაჩერა თუმცა დროებით რადგან G-Wagen ი აუცილებელი გახდა და სწორედ ამიტომ 1990 წელს გერმანიის სამხედრო ძალებს G-Wagen ი გადაეცათ რომელსაც ზედმეტსახელად "Wolf" ეწოდებოდა და გამოიყენებოდა ძალიან ბევრი დანიშნულებით.
როგორც ზემოთ ვთქვით ავტომობილის წარმოება 1979 წელს დაიწყო და მისი 460 ეგზემპლარი შეიქმნა. ცოტა მოგვიანებით ფრანგულმა კომპანიამ Peugeot აიღო ლიცენზია და დაიწყო Peugeot P4 ის წარმოება G-Class ის ბაზაზე ოდნავ შეცვლილი ნაწილებით.
მიუხედავად იმისა რომ 2006 წელს Mercedes-Benz მა შექმნა ახალი (როგორც თვითონ უწოდებენ G-Class ის ცოლი ავტომობილი) მდიდრული და დახვეწილი crossover SUV Mercedes-Benz GL-Class ი კომპანია მაინც აგრძელებს Geländewagen ის გამოშვებას, რომლის წარმოებაც 2015 წლამდეა დაგეგმილი.
W460
W460 იყო G-Class ის ჩონჩხის პირველი კოდური დასახელება რომელიც 1979 წლიდან იწარმოებოდა რომელიც 3 ვარიანტად გამოდიოდა: 4 კარიანი, 2 კარიანი და 2 კარიანი უკანა მხარეს უფანჯრებო ნაჭრით გადახურული პიკაპის სტილის ვარიანტი თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ სხვადასხვა დანიშნულების გამო 2 კარიან ვერსიებს შორის იყო განსხვავებაც მხოლოდ ზომებში რადგან ერთი 2400 მილიმეტრი მეორე კი 2850 მილიმეტრი იყო. გამომდინარე მისი შესაძლებლობებიდან ავტომობილი ძალიან პოპულარული გახდა სამხედროებსა და უგზოობაში სიარულის მოყვარულთათვის რის შედეგადაც გამოსვლიდან 4 წელში მისი 50,000 ეგზემპლარი იქნა გაყიდული.
W461
1991 წელს W461 მა ჩაანაცვლა W460 რომელიც მისგან ბევრად არ განსხვავდებოდა თუმცა ოდნავ შეცვლილი ჰქონდა ინტერიერი ექსტერიერი და ძრავი რომელიც 2, 290GD turbo diesel და 230GE ბენზინის ვარიანტის ნაცვლად რომელსაც კომპანია წინა მოდელზე სთავაზობდა მომხმარებელს 1 ოდნავ შეცვლილი 290GD turbo diesel ის ძრავი დარჩა. მიუხედავად მცირე ცვლილებებისა W461 ის გარჩევა W460 ისგან ადვილად შეიძლებოდა.
W463
W463 და W461 სრულიად ერთნაირი იყო მაგარმ 1997 წელს მას კიდევ ერთი ფეისლიფტინგი ჩაუტარდა და ბევრად მომხიბლელი, მდიდრული, მძლავრი და კარგი გამავლობის ჯიპი შეიქმნა. ამ დროისათვის ავტომობილს უკვე ჰქონდა არჩევანი ძრავების მხრივ კერძოდ მასში იდო კოდური დასახელების M112 V6 ის ტიპის 2.9 ლიტრიანი დიზელის აგრეგატი და კვლავ 6 ცილინდრიანი 3.2 ლიტრიანი ძრავი (M104).
1998 წელს კომპანიამ ავტომობილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა და მას დიზელის რამოდენიმე ძრავთან ერთად დაუმატა 5 ლიტრიანი V8 მოდელი G500, (რომლის ოფიციალური გაყიდვები $75,000 ამერიკაში 2002 წლიდან დაიწყო) რომელსაც მალევე მოყვა G55 AMG იმ დროისათვის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და სწრაფი G კლასი რომელიც 349 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. 2 წლიანი შესვენების შემდეგ 2004 წელს კომპანიამ მომხმარებლს ახალი V8 G55 AMG Kompressor შესთავაზა რომელიც 476 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და 0–100 კმ/სთ მდე 5.4 წამში ჩქარდებოდა. 2006–07 წლებში ავტოინდუსტრიას მოევლინა კიდევ ახალი G550 რომელიც 5.5 ლიტრიანი 32 სარქველიანი, 382 ცხენისძალიანი V8 ით არის აღჭურვილი და 0–100 კმ/სთ მდე 6 წამში ჩქარდება.
დღესდღეობით Mercedes-Benz ი G კლასის მოყვარულებს დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც ძრავების მხრივ ასევე მისი ფუნქციების და ტექნოლოგიების მხრივ და ალბათ დამეტანხმებით რომ G არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი, მიმზიდველი, მდიდრული, კარგი გამავლობის ოფროადერი მსოფლიოში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელი ქვეყნების სამხედრო ძალებიც გამოიყენებენ Mercedes-Benz G-Class. გერმანია, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, მექსიკა, მალაიზია, მექსიკა, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, ბრიტანეთი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები.











http://news.drive.ge/index.php?m=62&newsid=1980
Vorsprung Durch Technik...